მძლეოსანთა მორიგი წარმატება – ქეთევან მამალაძე კიდევ ერთი ოქროს და ვერცხლის მფლობელი გახდა

27 – 29 მაისს თბილისში, მძლეოსნობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი – 2006-2007-2008 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა.
ასპარეზობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა სექციის სპორტსმენებმა მიიღეს და მაღალი შედეგი აჩვენეს.
ოზურგეთელებმა შეჯიბრებიან ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო წამოიღეს.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ოქრო ქეთევან მალაძე (1კგ ბადროს ტყორცნაში მოიპოვა.
მწვრთნელი ( დ. მანთიძე, მ. კოტრიკაძე)
ქეთევან მამალაძე ასევე ვერცხლის მფლობელი გახდა 3კგ ბირთვის კვრაში, სადაც ის მხოლოდ ორი სანტიმეტრით ჩამორჩა ოქროს მედალოსანს.
ვერცხლის მფლობელი გახდა , 700 გრ შუბის ტყორცნაში ლუკა ჯაფარიძე
(მწვრთნელი მ . კოტრიკაძე)
ხოლო ბრინჯაოს მედალები მოიპოვეს : ელენე ჩავლეშვილმა (3 კგ ბირთვის კვრა) და ირაკლი მექვაბიშვილმა სამხტომში
( მწვრთნელი მ. კოტრიკაძე)
ტყორცნებს ახალი თბილისის დიღმის სპორტული კომპლექსის მძლეოსნობის სათადარიგო სტადიონმ ,, არენამ ” უმასპინძლა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share