სამარცხვინოა როგორც მიხეილ სააკაშვილს ეპყრობიან, მთავრობამ ეს უნდა გამოასწოროს – ჰერბსტი

“ატლანტიკური საბჭოს” ევრაზიის პროგრამების ხელმღვანელი და აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ჯონ ჰერბსტი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიული მაჩვენებლების მხრივ უკუსვლებია.

არგუმენტად ჰერბსტს მიხეილ სააკაშვილის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ სამარცხვინოა ის მოპყრობა, რაც ხელისუფლებას მის მიმართ აქვს.

ამის შესახებ ჰერბსტმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა:

“NATO დემოკრატიების კლუბია და ეჭვგარეშეა, შვედეთსა და ფინეთს მრავალი ათწლეულის დემოკრატია აქვს. რა თქმა უნდა, ქვეყნები, რომელთაც NATO-ში გაწევრიანება სურთ და ალიანსის წევრობისკენ ისწრაფვიან, ნათლად დემოკრატიულები უნდა იყვნენ. საქართველოსა და უკრაინას დემოკრატიული მაჩვენებლების მხრივ, წარსულში პოზიტიური გამოცდილება აქვთ, მაგრამ როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გარკვეული უკუსვლა მოხდა. სააკაშვილი წმინდანი არ იყო, მაგრამ სამარცხვინოა როგორც მას ახლა ეპყრობიან. საქართველოს მთავრობამ ეს უნდა გამოასწოროს”,-თქვა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share