დღეს ქართულ საზოგადოებაში ხშირია საუბარი და დისკუსი იმაზე თუ საით მიყავს ჩვენი ქვეყანა მმართველ პარტიას.
რა მიზნები ამოძრავებს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საკუთარი „ქართული ოცნებისა“ და მძლავრი ფინანსური რესურსებით ხელში ჩაიგდო ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია და უკვე ქვეყანაში დარჩენილ პატარ პატარა „კუნძულებს“ – დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორს – უტევს.
„ქართულმა ოცნებამ“ ჩიხში რომ შეიყვანა საქართველო-ამაზე თითქმის არცერთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტი არ დავობს.
თუმცა რა არის ეს „ჩიხი“ და გვაქვს თუ არა შანსი ქართულ საზოგადოებას თავი დავაღწიოთ მას.
ვართ რა პროცესში, როცა დიქტატურა საზოგადოების ყველა ფენაში შესვლას ლამობს-ანუ მიემართება ტოტალირიზმისაკენ, სულ უფრო რთული ხდება ამ პროცესიდან საზოგადოების თავის დაღწევის ალბათობა, რაც ვფიქრობ პირდაპირპროპორციულად აისახება, უკვე რამდენიმე წელია დაწყებულ მძლავრ საემიგრაციო ტალღაში.
ათეულ ათასობით ადამიანი ამ უპერსპექტივო მდგომარეობიდან თავის დაღწევას ქვეყნიდან გაქცევით ცდილობს.
რომ დავუბრუნდეთ ზემოთნახსენებ თემას-საით მივდივართ?
„ბელარუსიზაცია“
რამდენიმე ცნობილმა სახემ და ექსპერტმა ეს ტერმინი ახსენა დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად – რაც ვფოქრობ რომ შეცდომაა.
ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს – ივანიშვილის რეჟიმისაგან განსხვავებით – არ გააჩნია არანაირი ადამიანური რესურსი არჩევნების გასაყალბებლად, ის ყველა არჩევბნებს აგებს-თუმცა საბოლოოდ წერს იმ შედეგს რა შედეგიც თავად ლუკაშენკოს სურს.
საქართველოში, „ქართული ოცნებას“, არჩევნების გასაყალბებლად, უზარმაზარი ადამიანური რესურსი გააჩნია. ნებისმიერი დონის არჩვნებზე შედეგების გაყალბებაში ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობს. დაწყებული მიკროავტობუსში მჯდომი „უცნაური ქალბატონებით“ გაგრძელებული საარჩევნო უბნების ირგვლივ „ჩაცუცქული“ კრიმინალური მენტალიტეტის გავლენის ქვეში მყოფი პირებითა და დასრულებული თავად საარჩევნო უბნებში მოკალათებული სახელმწიფო ა(ა)იპების თანამშრომლებით
როცა სამი წლის წინ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „მინსკის პრესკლუბის“ მიწვევით ბელარუსის დედაქალაქში მედიის საერთაშორისო ფორუმზე ვიყავი მიწვეული, მქონდა შესაძლებლობა ახლოს გამეცნო იქ არსებული ვითარება, რამაც ჩემი დიდი გაკვირვება გამოიწვია.
„ჩვენ ორ განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობთ, ერთის მხრივ ლუკაშენკოს რეჟიმი რუსული მმართველობით და მეორეს მხრივ დასავლეთი-აქედან 70 კილომეტრში ვილნიუსია სადაც ყოველ შაბათ კვირას სავაჭროდ დავდივართ“ მითხრა ერთ ერთმა მასპინძელმა.
განწყობა მკვეთრად ანტირუსული იყო, მიხსნიდნენ, რომ დასავლეთ ბელარუსში უფრო მკვეთრი ანტირუსული განწყობებია ვიდრე დასავლეთ უკრაინაში და ერთმანეთისგან ვერ გავარჩევ.
„ტირაჟი 25 ათასი გვაქვს, მიუხედავად სირთულეებისა ვინარჩუნებთ დიდ გავლენას ადგილობრივ პროცესებზე, რაიონში ამ მხრივ ცენტრალური ტელევიზიები კონკურენციას ვერ გვიწევენ“ ამიხსნა მოლოდეჩნოს რაიონული გაზეთის რედაქტორმა, დაახლოებით 70 წლამდე მამაკაცი იყო. მიხსნიდა, რომ ბელარუსში არსებობს ინფორმაციის სამინისტრო რომელსაც ნებისმიერი მედიის ნებისმიერი დროით დახურვა ან გაჩერება შეუძლია მიეზეზბის ახსნის გარეშე. მოლოდეჩნოს გაზეთს ბეჭდვა ერთი თვის განახლებული ჰქონდა ამ სამინისტროსაგან 6 თვიანი აკრძალვის შემდეგ.
შესაძლოა ამ ა ქვეყანაში მძლავრი რეგიონული მედიის ტირაჟის განმაპირობებელი ქვეყანაში ინტერნეტზე დაარსებული შეზღუდვებიც იყო, თუმცა, საზოგადოება გაცილებით წინაა ვიდრე ქართული, რადგან, სხვა ფაქტორებთან ერთად იქ არ არსებობს გაბატონებული კრიმინალური აზროვნება, რომელიც შესაბამისად ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს საზოგადოებრივ აზრზე.
აქედან გამომდინარე უკრაინის მიერ ომში გამარჯვების შემდეგ ბელარუსს დიდი პერსპექტივები ეხსნება და ალბათობა იმისა, რომ ეს ხალხი დაუბრუნდეს ლუკაშენკოს გზას მისგან თავის დაღწევის შემდეგ, ჩვენგან განსხვავებით, ფაქტობრივად ნულის ტოლია.
„ირანი“
ირანში რელიგიური რეჟიმია, ამ რეჟიმს სულ უფრო და უფრო უჭირს ხელისუფლების იმ ფორმებით შენარჩუნება რაც მათი ხელისუფლებაში მოსვლის დასაწყისში იყო… მაგრამ!
ასეთი ტიპის რეჟიმი საქართველოში ერთი მთავარი მიზეზის გამო ვერ ჩამოყალიბდება.
ირანში ისლამური (შიიტური) რელიგიური ინსტიტუცია დამოუკიდებელია და ის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს არაფრის ხარჯზე, განსხვავებით „ქართული ეკლესიისაგან“ არ დათმობს.
ირანი უარს ამბობს თავისუფლებაზე და არა დამოუკიდებლობაზე-რაც მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორია ქართულ რეალობასთან, ჩვენთან კი „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია“ მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს მის რეალურ ავტოკეფალურობასთან დაკავშირებით და ყველა მნიშვნელოვან საკითხში განიცდის უდიდეს ზეწოლას მოსკოვის საპატრიარქოსგან – სადაც ეკლესია კრემლის დამპყრობლური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მისივე სახელმწიფომ თითქმის მთლიანად გამოშიგნა ქრისტიანული ფასეულობებისაგან და ეს უკანასკნელი მოსკოვის შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ და სამხედრო მიზნების განხორციელების გზაზე ერთ რიგით სახელმწიფო ინსტიტუციად აქცია.
ამ წარმონაქმნს, რომელიც თავის თავს მოსკოვის საპატრიარქოს უწოდებს, საქართველოს ეკლესიაში დიდი საცეცები და მძლავრი დასაყრდენი გააჩნია.
დაახლოებით იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩრდილეთ კორეაზე – ამ სახელმწიფომ უარი თქვა თავისუფლებაზე თუმცა დამოუკიდებლობას ისინი ჩვენგან განსხვავებით „ცოცხალი თავით“ არ თმობენ.
იგივე სიტუაციაა შუა აზიის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში, ამ ქვეყნის მთავრობებმაც შეზღუდა თავისუფლება მაგრამ ნელ ნელა, მიზანმიმართულად იმტკიცებს დამოუკიდებლობას, აქ ლიდერი თავისთავად აზერბაიჯანია, თუმცა თვალშისაცემი და საინტერესოა ბოლო დროს ყაზახეთის პოზიციონირება ამ მიმართულებით.
დღეს საქართველოში ხელისუფლება ტრიუმვირატის ხელშია, ეს არც ბიძინა ივანიშვილია და არც რომელიმე მისი ხელქვეითი, ბიძინა ივანიშვილს რუსეთი ისევე უყურებს როგორც თავად ივანიშვილი ღარიბაშვილს, ან კობახიძეს, ისიც ერთი პატარა ჭიაყელაა რუსულ ანკესზე.
რაც შეეხება „ტრიუმვირატს“ – დღეს ყველა დონეზე-სოფლად, უბანში, ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში ხელისუფლება სამი ადამიანის ხელშია, რომლებიც სამ მმართველ ინსტიტუციას წარმოადგენენ-ესენია „მომპარავი“, „მღვდელი“ და „ქოცი“.
საბოლოო ჯამში კი ვღებულობთ რუსული მმართველობის ფორმულას „მომპარავი“ პლიუს „მღვდელი“ და პლიუს „ქოცი“ უდრის რუსულ მმართველობას.
საბოლოო ჯამში რუსეთმა მიაღწია თავის პროგრამა მინიმუმს-საქართველოში მიიღო სამი რეჟიმი – სოხუმის-ცხინვალისა და თბილისის.
ჩემი მოკრძალებული დასკვნით საქართველოში არც ბელარუსიზაცია, არც ირანიზაცია და არც ჩრდილოეთ კორეასთან პარალელები არ გამოდგება.
ივანიშვილის რეჟიმი იგივეა რაც თიბილოვის რეჟიმი, ფიქტიური და ფორმალური სახელმწიფო ნიშნებით, ქვეყნის ყველა სფეროში „ფეესბეს“ აგენტურა ზის და მართავს პროცესებს, ახლა რუსების მიზანია როგორ მიაღწიონ დე ფაქტო გადააქციონ დე იურედ.
ევროკავშირსა და ნატოსთან ხომ წარმატებით დაგვაშორეს-ახლა უნდა ვემზადოთ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალისა და სოხუმის აღიარებას! ბევრს შესაძლოა ყურში მოხვდა ეს ფრაზა, მაგრამ ეს „ბევრი“ ასევე გაიკვირვებდა სულ რაღაც სამი წლის წინ რომ გვეთქვა, ეს რეჟიმი იმას გააკეთებდა დღეს, რასაც აკეთებს.
იანუკოვიჩისაგან განსხვავებით, რომლის ხისტმა უარმა ევროინტეგრაციაზე უკუშდეგი გამოიღო, რუსებმა დახვეწეს მეთოდები და თუ დღეს საქართველოს“იანუკოვიჩიზაცია“ „ნაციონალებს“ ბრალდება და იფუთება, რამდენიმე წლის შემდეგაც გამოვა ღარიბაშვილი კობახიძე თუ ვოლსკი და სოხუმისა და ცხინვალის აღიარებაზე იტყვის „ნაციონალებმა“ სხვა გზა არ დაგვიტოვესო – გაგიკვირდებათ? არა მგონია.
მოკლედ ჩემი მოკრძალებული აზრით ქართულ საზოგადოებას თავის დასავლელი პარტნიორების მძლავრი დახმარებიუს გარეშე, არანაირი შიგა რესურსი თავი დააღწიოს ამ მოჯადოებულ წრეს – არ გააჩნია.
ნუ დაგვავიწყდება – შევარდნაძე ისე ჩამოშორდა ხელისუფლებას.. არჩევნები „ოფიციალური მონაცემებით“ არ წაუგია.
იმ ხალხზეც მინდა ვთქვა, დღეს რომ გაუაზრებვლად აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მკვებავი არტერიააო.
ეს რუსული ნარატივია, რუსული ნარატივი კი ყოველთვის ნახავს ე.წ. „მკვებავ“ ობიექტს და წარმატებით ჩაანაცვლებს მას.
გასული საუკუნის 90 იან წლებში შევარდნაძის მკვებავი არტერია 1995 საპარლამენტო წლის არჩევნებზე გვარდია – მხედრიონი იყო, რომელიც ჩვენთან ერთად გადასანსლა, 98 წლის ადგილობრივი არჩევნებისას რჩეულიშვილი და მისი სოციალისტური პარტია, 99-2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისას კი ასეთად ასლან აბაშიძე იქცა,
ამით იმის თქმა მინდა რომ ოპოზიციამ გამარჯვების ფსიქოლოგია უნდა დაიბრუნოს, იზრუნოს ერთიან სიაზე და არა იმაზე ვინ იქნება მეორე ან კიდევ ვის აირჩევს „ფეესბე“ მთავარ სამიზნედ „მკვებავი არტერიისათვის“.
ლადო მენაბდე