”დაგვიცავით ბავშვები” – სესილი თოდრაძე

,,თავისუფლებისკენ ადვილი გზა არსად არის და ბევრ ჩვენგანს მოუწევს სიკვდილის ხეობის ხელახლა გავლა და ისევ სურვილების მთის მწვერვალზე მისვლა”. დრო სარქველია, სადაც ადამიანები რაღაც უკეთესისთვის ჩნდებიან, ავსებენ სიცარიელეს და ცდილობენ, რომ კედლები გააფერადონ. ძნელია, თუნდაც ნაბიჯის გადადგმა, როდესაც იცი, რომ შეიძლება ფეხი აგიცურდეს , მაგრამ კარგია, თუ შენს თავისუფლებას ისე განსაზღვრავ, როგორც გინდა. წარმოიდგინე, რომ თავს სილაღეს არ აკლებ, მუდამ ჩიტი ხარ, რომელიც მშვიდობიანი ცის ღრუბელთ გემოს უსინჯავს. მოულოდნელად, ძირს ფრენას იწყებ. ცა იღუშება. ქარი ქრის, თითქოს ბუნება ულვაშებს ისწორებსო. ცისფერი პერანგის ღილები იხსნება და შფოთვა, ყვირილი, სიკვდილი -ყველაფერი ერთად სწრაფად მოფრინავს. ხმაურიანად, ქვით ნაშენი სახლები და ლამაზი მდელოები, ახალმა მაქციამ წითლად შემოსა. სრული ქაოსია, როდესაც ბავშვი იწყებს ლაპარაკს, მტერს თითქოს ყურსაწმენდი ჩხირივით მოევლინაო და, აი, ეს უთქვამს : ‘’სიცოცხლე მინდა, ჯაჭვი მაცვია, ყიჟინა გვესმის, შავი დღე გვიდგას. ნუ მომკლავ, მე ხომ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ. ცხოვრება მინდა, რად მკლავ, რად მიკლავ?!’’
რთული წამებია, დიდი თვალებია, ისტორიამდის დანისპირულია.
ესეს და ნახატის ავტორი: სესილი თოდრაძე, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე.
შეიძლება ილუსტრაციაა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share