“ევროპელებს რომ ლანძღავენ და მეზობელი საზღვარს რომ აჩოჩებს, იმას არ უბრაზდებიან, რუსეთი უყვართ, თუ ეშინიათ?!…” – ხუხაშვილი “ოცნებაზე”

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი მმართველ გუნდს სოციალურ ქსელში მიმართავს:

“ერთი კითხვა მაქვს – სახელისუფლებო ოფინიონ მეიქერები ევროპელებს რომ ლანძღავენ, ჭკუას ნუ გვასწავლითო და მეზობელი საზღვარს რომ აჩოჩებს, იმას არ უბრაზდებიან, რუსეთი უყვართ, თუ ეშინიათ?!…
თუ “შიში შეიქმს სიყვარულსა” პოზაში არიან?!”, – წერს ხუხაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share