ოზურგეთის სამკუთხა პარკში დღეს საქართველოს ეროვნული გმირის,ზაზა დამენიას სახელობის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა 13-მა ოზურგეთელმა სპორტსმენმა მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ ჩოგბურთელებს – ილია გელაშვილს (I ადგილი) და გივი სიამაშვილს (II ადგილი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჩოგბურთო სექციის წარმომადგენლებმა თასები, სიგელები და მედლები გადასცეს.
ტურნირის შემდეგ, მონაწილეებმა ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ზაზა დამენიას სახელობის ტურნირი ოზურგეთელი ჩოგბურთელების ინიციატივით ყოველწლიურად იმართება.