ხაბაროვსკის ოლქში “როსგვარდიის” შენობას ცეცხლი წაუკიდეს

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქის ქალაქ კომსომოლსკი-ამურზე “როსგვარდიის” შენობას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ხანძარი ადგილობრივმა მცხოვრებმა ვლადიმერ ზოლოტარიოვმა გააჩინა, რომელიც დაკავებულია.

ადგილობრივი მედია, აცხადებს, რომ ზოლოტარიოვს ხანძრის გაჩენა შენობის შიგნით უნდოდა, მაგრამ კარები ვერ შეანგრია. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share