თუ რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირებას გააგრძელებს, მსოფლიოს სურსათის კრიტიკული დეფიციტი ემუქრება, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ეძებენ გზებს ქვეყნიდან 22 მილიონი ტონა მარცვლეულის გასატანად მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი დაიპყრო.
კუბრიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი ახლა აკონტროლებს ძირითად სატრანსპორტო მარშრუტებს შავ ზღვაში, ბლოკავს უკრაინულ ტვირთებს და საფრთხეს უქმნის ათობით მილიონ ადამიანს, რომლებიც უკრაინის მარცვლეულზე არიან დამოკიდებულები.
„რუსებს არ აინტერესებთ ხალხის სიცოცხლე აფრიკაში. ისინი ეუბნებიან მათ: „ჩვენ არ ვზრუნავთ თქვენზე. ჩვენ მხოლოდ სანქციები გვაწუხებს ჩვენს წინააღმდეგ. ახლა თქვენ მძევლები ხართ“, -განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.