საქართველოში ბავშვთა სიღარიბე 28%-ით გაიზარდა – მომავალი თაობა მომავლის გარეშე

რეკორდული ფასების და მზარდი უმუშევრობის გამო საქართველო სულ უფრო ღრმად იძირება სიღარიბის მორევში. ბოლო ერთი წელია ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურად რჩება 10%-ზე ზევით.  ეს ნიშნავს, რომ თვიდან თვემდე მოსახლეობის შემოსავლები ელემენტარულ გადასახდელებს და საკვებსაც ვეღარ აუდის. ცხადია განსაკუთრებით მძიმედ ეს პრობლემა ყველაზე დაუცველებს აწვება, ბავშვებს. ისევ სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე 28%-ით გაიზარდა.
სწორედ სიდუხჭირის გამო მათი მშობლები ვერ ახერხებენ ამ პატარებისთვის სრულყოფილი განათლების მიცემას და გასაგები ხდება, რომ საქმე გვაქვს მომავალ თაობასთან, რომელსაც მომავალი წაართვეს.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share