ევროკავშირის მხარდაჭერით ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

8 ივნისს ოზურგეთში დასაქმების ფორუმი ჩატარდა. მისი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარი პრებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა. ამასტანავე, ფორუმის ამოცანა იმის გააზრება გახლდათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სექტორთა შორის თანამშრომლობას დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საქართველოს რეგიონში.
სამუშაო 50 მაძიებლებს  შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ინტერერაქტიულ სემინარებში თემებში; სამუშაოსთვის მზაობა და მოხალისეობა.
 ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები შრომის ბაზარძე არსებული გამოწვევეის, სექტორთა შორის თანამშრომლობის როლის და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზების შესახებ. ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლა და ამ დრომდე განხორცილებეული წარმატებული პაქტიკები.
დასაქმრბის ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი ბიზნეს-სუბიექტები, ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები.
დასაქამების ფორუმი გაიმართა ევროკავ შირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები გახლდნენ ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ICI),პროექტი, უნარბი, დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის-პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის/SECTORs”; განათლების განვითარების და დასაქამბის ცენტრი (EDEC)პროექტი, “სწავლა, წვრთნა, მირწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! ( ისწავლე დასაქმებითვის) LEARN”; საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტი “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება/LINKS”;დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააჰენტო (SESA).

თამარ ღლონტი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share