მიხეილ სააკაშვილი ვერც ხვალინდელ სასამართლოს დაესწრება

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერც ხვალინდელ სასამართლოს დაესწრება – ამის შესახებ განცხადება მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, სურვილი დიდია, თუმცა ჯანმრთელობა მიხეილ სააკაშვილს ამის საშუალებას არ აძლევს. თუთბერიძემ მესამე პრეზიდენტთან ხვალინდელი სასამართლოს დეტალები შეათანხმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს ე.წ. საზღვრის კვეთის მორიგი სხდომაა ჩანიშნული.  პროცესი 15 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, გამოძიება გასული წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ედავება.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ისინი აღიარებენ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს და გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share