პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე კულტურის მინისტრის მიერ მუზეუმებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ ამბობს, რომ პროგრესი რეფორმის გარეშე ვერ ხდება. ამ თემაზე მან “ევრონიუს ჯორჯიასთან” ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებების საკითხში კომიტეტი ვერ ჩაერევა.
“მივესალმები ყველა პროგრესულ იდეას და პროგრესი ვერ ხდება, სამწუხაროდ, რეფორმის გარეშე, ეს არის ნორმალური პროცესი და არ არის ეს მიმართუი პირადული ან რაიმე ვთქვათ ისეთი პროცესები მიმართ რომელიც არის მართული, მიზანდასახული წინასწარ და ა.შ.
ეს არის ალბათ მინისტრის პრეროგატივა, რომელიც გაეცნო სიტუაციას, რომელმაც შეაფასა გარკვეული სფეროები და მის მიხედვით ის იღებს გადაწყვეტილებას. საკადრო ცვლილებებში ნამდვილად კულტურის კომიტეტის არ ჩარევა, ვერ ჩარევა და არამიზანშეწონილად მიმაჩნია საერთოდ ამის განხილვა. თუკი ამა თუ იმ ადამიანს აქვს გარკვეული პრეტენზია, რომელიც არის ან სწორი ან არასწორი, ან მათ მიაჩნიათ, რომ ეს სწორია ან არასწორია, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროსთან, მის ადმინისტრაციასთან და ამის შემდეგ თუ ისინი არ არიან დაკმაყოფილებულები ამის შემდეგ ხდება სასამართლო პროცესები რაშიც აბსოლუტურად ჩვენ ვერ ჩავერევით”, – თქვა ელისო ბოლქვაძემ.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რამდენიმე მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლა. ისინი მუზეუმებში წლების მანძილზე მუშაობდნენ, თუმცა დღეს შენობაში შესვლის საშუალებაც არ ეძლევათ. გათავისუფლებულები რეპრესიებზე საუბრობენ და აპირებენ, რომ სამართლებრივი დავა დაიწყონ.