”იმდენი ქნეს, რომ ივანიშვილი სიკეთის კი არა დიდი ბოროტების მკეთებლად გამოიყვანეს, მშვიდობის გამო იჩაგრება ეს კაცი”

“უბედურება გვჭირს ქართველებს, რაც ვნახეთ პატარა, სოფლელი ბიჭის გაკეთებულია, რომლის დასანქცირებას ითხოვენ და უმოწყალოდ ებრძვიან, ევროპარლამენტში ჩაბუდებული ადამიანები, კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც არაერთხელ არიან კორუფციაზე შემჩნეული და რამდენიმე მათგანი გაყრილიც იქნა კორუფციის გამო ამ სტრუქტურიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ არ გინდა, რომ საქართველოში ხორციელდებოდეს, არც კეთილი საქმეები კეთდებოდეს და ამ სიკეთეებზე უარს იძახი, ოღონდ რამენაირად შენი პროექტი განახორციელო, რომელიც თავში გაქვს ჩადებული და არ არის სახელმწიფო ინტერესი, მაგრამ რამდენადაც ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ გონიათ, რომ რაღაცნაირად ამ შანტაჟით საქმე გამოუვათ და სანქციებზე, ამიტომ დაიწყო ამ რეზოლუციაში საუბარი. ტელევზიებმა იმდენი ქნეს, რომ ბიძინა ივანიშვილი სიკეთის მკეთებლად კი არა ყველაზე დიდი ბოროტების გამკეთებლად უნდათ გამოიყვანონ საქართველოში. ყველა ადამიანის შეურაცხყოფაა, ყველა იმ ადამიანის ვისთვისაც ღირებულია ის საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და მადლობელია გაკეთებულით, და იმითაც, რომ ქვეყანაში დღეს მშვიდობაა…მშვიდობის გამო იჩაგრება ეს კაცი.” 

ამის შესახებ ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში “უცნობის კიდობანი”  განაცხადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share