რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავი პეტრე პირველს შეადარა და უკრაინაში რუსების შეჭრა მე-18 საუკუნის შვედეთის დაპყრობასთან გააიგივა.
ხუთშაბათს, რუსეთის პირველი იმპერატორისადმი მიძღვნილ გამოფენაზე პუტინი ამტკიცებდა, რომ პეტრე პირველი არ იპყრობდა, არამედ იბრძოდა ტერიტორიისთვის, რომელიც კანონიერად ეკუთვნოდა რუსეთს.
პუტინმა, პარალელი გაავლო რუსეთის მიერ, უკრაინაში წამოწყებულ ომთან და თქვა, რომ რუსეთის ბოლო სამხედრო ქმედებები, სადაც რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურა უკრაინის ქალაქები და დახოცა ათასობით უდანაშაულო ადამიანი გამართლებულია, რადგან უკრაინა არ არის ლეგიტიმური და სუვერენული ერი, მაგრამ რეალურად რუსეთის ტერიტორიაა.
“რატომ წავიდა პეტრე დიდი იქ?… მან უკან დაიბრუნა და გამაგრდა. როგორც ჩანს, ჩვენი ბედიც არის “დაბრუნება და გამაგრებაც”. თუ ჩვენ ვაპირებთ ვივარაუდოთ, რომ ეს ძირითადი ფასეულობები ქმნის ჩვენი არსებობის საფუძველს, მაშინ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ პრობლემის მოგვარებაში,” – თქვა პუტინმა.
მან ასევე თქვა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავიდან არ აღიარეს სანქტ-პეტერბურგი როგორც რუსული ქალაქი, ისე როგორც აშშ და ევროპელი მოკავშირეები არ აღიარებენ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს.