დღეს, 11 ივნისს, 10:00 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში, დატვირთული ტრაილერი შვიდი წლის ბავშვს დაეჯახა. მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მცირეწლოვანის მშობლებმა დაშავებული თავად გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ამ წუთებში, მოსახლეობას ახალქალაქის მერი, მელქონმაკარიანი ხვდება. ინფორმაციას გამოცემა Jnews ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, თუმცა მკურნალობს გასაგრძელებლად ის თბილისში გადაჰყავთ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სოფლის მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა სწრაფად მოძრავი სატვირთო ტრაილერების გამო. მათი თქმით, ყოველდღე არსებობს საშიშროება, რომ დიდი სიჩქარით მოძრავმა ტრაილერებმა კიდევ შექმნან საავარიო ვითარება. ამ მიზეზით, ადგილობრივები მუდმივ შიშში ცხოვრობენ. მოსახლეობამ გამოთქვა ინიციატივა, რომ გზაზე სპეციალური წინაღობა დამონტაჟდეს, რათა ავტომობილებმა დასახლებულ პუნქტში დაშვებულ სიჩქარეს არ გადააჭარბონ