„სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე ევროპარლამენტარი, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები” – ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
“ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით. მათ შორის, დარწმუნებული ვარ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმაც იცის, ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბვერი კარგი საქმე აქვს გაკეთებული” – დასძენს იგი.
მისი თქმით, ივანიშვილის საქმეები იმდენად დიდია, რომ „თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა”.
შეგახსნეებთ, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ის ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში.
publika.ge