ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის დღის აღსანიშნავად ვლადიმირ პუტინს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
“რუსი ხალხი, თქვენი წინამძღოლობით, ყველანაირ გამოწვევასა და სირთულეს გაბედულად გადალახავს. თქვენ წარმატებას სამართლიანი საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარების, ღირსების, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის კუთხით მიაღწიეთ, რომელსაც ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს”. – ნათქვამია ტელეგრამაში.
კიმ ჩენ ინმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზეც ისაუბრა. მან ტელეგრამაში აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ტაქტიკური თანამშრომლობა “მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლიანობის დაცვისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე”.