პრეზიდენტი აქციებს აანონსებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აქცია დააანონსა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აქცია 16 ივნისს დედაქალაქის ცენტრში, ევროპის მოედანზე გაიმართება.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, აქციას შეუერთდეს.

გთავაზობთ და რაღაც დეჟავუც მაქვს – შევიკრობოთ ყველა არა იპოდრომზე, არამედ რიყეზე, ევროპის მოედანზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი”- განაცხადა პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, აქციაზე პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share