63 წლის ფეხბურთის მსაჯი ცემით მოკლეს

სალვადორში 63 წლის ფეხბურთის მსაჯი, ხოსე არნოლდო ანაია გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა ცემით მოკლეს. შემთხვევა 12 ივნისს სამოყვარულო ჩემპიონატის ერთ-ერთი თამაშის დროს, ქვეყნის დედაქალაქ სან სალვადორში მოხდა.

გულშემატკივრები და მოთამაშეები მსაჯს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც 63 წლის არბიტრმა ერთ-ერთ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა, რამაც მისი უკმაყოფლება გამოიწვია.

ფიზიკური დაზიანებების შედეგად, მსაჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის იქ ცემისგან გამოწვეული შინაგანი სისხლდენის გამო დაიღუპა. სალვადორის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარი ფაქტი დაგმო და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

63 წლის ხოსე არნალდო ანაიას მსაჯობის 20-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ის რაიონულ და სასკოლო შეჯიბრებებს, აგრეთვე სამოყვარულო ლიგის შეხვედრებს ემსახურებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share