როგორც აქტიურად ვიბრძვით უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირისგან დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ზუსტად ასევე, ყოველდღე ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე იარაღით მომარაგებისთვის. აქტივობას ერთი დღითაც არ ვანელებთ. ათასობით ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზე – იმაზე, თუ რა სისწრაფით იღებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს უკრაინის დასახმარებლად.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.