რა ხდება შენს ღვიძლში-ექიმი მარინა ტოტოჩავა

რა ხდება შენს ღვიძლში——-შაკიკის, თავბრუხვევების, ნაღვლის ბუშტის პრობლემის, ღვიძლის და პანკრეასის პრობლემის; წნევის აწევის; სისუსტის; დეპრესიის; ნერვული აშლილობის ;ღვიძლის ჰემანგიომის ;ინსულტის, ცე ჰეპატიტის,თუნდაც ნამკურნალების; ბოტკინის ნებისმიერი, თუნდაც მსუბუქი ფორმის გადატანის შემდეგ; სიმსივნეების , ფარისებრის გართულებული შემთხვევების; ნაწლავების ნებისმიერი დაავადების ;გულის დაავადებების და კიდევ ბევრ შემთხვევაში.
ეს უნდა იცოდე, რომ მეტი იცოცხლო
თავი უნდა გადაირჩინო, რადგან ეს პროცესები როცა ხდება, ადამიანს სიცოცხლის დღეები ძალიან აკლდება . ხან, როცა ასეთი დამანგრეველი მექანიზმი არ ესმით———— ეუბნებიან ——-ეს ნევროზიაო .ამიტომ არის ამდენი დაავადებები და სიკვდილობა.
ეს პროცესი რაღაც დონეზე ან სრული გამოხატულებით, მოსახლეობის 60 პროცენტის ორგანიზმებში მიმდინარეობს .ამიტომ, მეტი სიცოცხლისათვის თავს უნდა უშველოთ.
გაიგეთ რა ხდება ორგანიზმში ,თუ ნაბახუსევის პერიოდი რთული გაქვთ
რა ხდება შენს ორგანიზმში , უფრო სწორად შენს ღვიძლში, როცა მცირედ მომატებული ან დაკლებული წნევა დისკომფორტს გიქმნის და თავის აუტანელი ტკივილია.
მსოფლიო მედიცინის კვლევებით, რა დაავადებებს ამოგვაცნობინებს ——-ამინდის შეცვლა-ჭექა-ქუხილით .
თუ ამას გაიაზრებ, ბევრ და ყველანაირ საკვებს არ შეჭამ. ღვიძლი ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე მუდმივად დგას და ხშირად, თითქმის, ბიონაგავს, სიცოცხლის შემამცირებელ შხამებს ანეიტრალებს, რომელსაც ადამიანები დღევანდელი ტიპის , განსაკუთრებით ,სწრაფი კვების ობიექტებიდან იღებენ და ჭამენ. გაიაზრე და იცოცხლე, რადგან ,ღვიძლში ხდება შენი სიცოცხლის ხანგრძლივობის ბედის გადაწყვეტა.
ეს მექანიზმები რასაც დღეს ავხსნი უამრავჯერ მაქვს ახსნილი და წარმოდგენილი აქ. მაგრამ მედიცინის პროფილაქტიკის დეტალების ზუსტი და გააზრებული გაგება ჩვენში ძალიან ბუნდოვანია.რადგან, იშვითად უხსნიან პაციენტებს იმას, რაც მათ უნდა იცოდნენ მეტი სიცოცხლისთვის. ამიტომ შარდოვანას სასიცოცხლო ციკლს უფრო დეტალებში ავხსნი.
თანამედროვე მედიცინაში შარდოვანას ციკლს ორნითინის ციკლსაც ეძახიან .ეს არის მეტაბოლიზმის, კარდინალური, სასიცოცხლო ნაწილი. ადამიანის ყველა დაავადება და მთლიანად სიცოცხლე პირდაპირაა დამოკიდებული მეტაბოლური რეაქციების მიმდინარეობის ხარისხზე. ერთი კომპონენტი, თუნდაც ერთი ვიტამინი, რომ გამოვარდეს ან შემცირდეს ამ რეაქციებში, უკვე დაავადება გამოიხატება. ერთი ლუკმა არანატურალური საკვები, უკვე ამინომჟავების გრაფიკულ ფორმულებს და მათში მიმდინარე რეაქციებს არყევენ და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახებიან.
ამონიუმი——-nh4 რომელიც წარმოიქმნება ამინომჟავების კატაბოლიზმის პროცესში; გარდაიქმნება ორგანიზმიდან აუცილებლად გამოსაძევებელ, ტოქსიკურ ნივთიერებად და გამოიყოფა შარდით———შარდოვანას სახით. კატაბოლიზმი არის ნივთიერებათა ნაწილებად დაშლა.ადამიანს დიდი ენერგია ეხარჯება ამინომჟავების დასაშლელად .რადგან, ამ დროს უჯრედებში მიიღება საკვები ნივთიერებები, რომლებიც სიცოცხლის მთავარი გარანტები არიან. შარდოვანას ციკლი მიმდინარეობს ღვიძლის უჯრედების მიტოქონდრიებში. შარდოვანას ციკლში ბევრი ფერმენტი მონაწილეობს . გამოვყოფ მხოლოდ ერთს, რადგან დიდი ჯგუფია ფერმენტების , რომლებზეც პირდაპირაა დამოკიდებული თქვენი ———-ნაბახუსევის ან ნარკოტიკის ინტოქსიკაციის დროული მოხსნა; კვებითი ინტოქსიკაციიდან დროული გამოსვლა; ყველა დისკომფორეტული განწყობის მოხსნა; ციროზის ჩამოყალიბება ; წნევის პრობლემა, კიდევ ბევრი სხვა და საერთოდ, სიცოცხლის ხანგრძლივობა. მაგალითად, ფერმენტი—ორნითინ ტრანსკარბამილაზა, რომელსაც კარბამილის ჯგუფი გადაყავს ორნითინში და შედეგად ქმნის ციტრულინს. ორნიტინის და ციტრულინის ცვლის მოშლა , როგორ გირთულებს სიცოცხლე ს და გართმევს უამრავ სასიცოცხლო წლებს ამაზე ქვევით ვისაუბრებ. შარდოვანას ციკლის მთავარი ფუნქციაა—-ორგანიზმისთვის ტოქსიკური, ყველა ჯანსაღი ფუნქციის დამზიანებელი—-ამონიუმის იონების დროული მოცილება. რადგან, როცა ისინი გროვდება ,განსაკუთრებით , დაზიანებული ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ფონზე , მაშინ ძალიან იწამლება——— ღვიძლი, ტვინი, სისხლძარღვები, არტერიები, სხვა შინაგანი ორგანოები, სისხლი, ლიმფა. ეს ხდება მაშინაც , როცა მცირედ აწეული წნევაა დ ა თავი გტკივათ ან უცებ კუჭი, თუნდაც მცირედ აგეშლებათ ან თავბრუხვევაა ან შაკიკის შეტევაა ან სისუსტეა ან თავის გაურკვეველი ტიკივილი ან ნაწლავების პრობლემის გამწვავება ან წნევა გაქვთან ან სუსტად და დისკომფორტულად ხართ ან სხვა. სამწუხაროდ, საგანგაშოა ის, რომ ამ დროს, ხან ამ პრობლემის, დაბალი დონის განმარტება არის ნევროზი. ამ დროს, უძლიერესი ინტოქსიკაცია ხდება ორგანიზმის ყველა ორგანოს. მიუხედავად იმისა, ღვიძლი ამის გასანეიტრალებლად, თავის უკანასკნელ რეზერვებს არ იშურებს და იბრძვის.
ზომიერად ხორცი სასიცოცხლოა, მაგრამ ცილებით გადაჭარბებული კვება საზიანოა. როცა ადამიანი ხორცს ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე ჭამს, ხორცი ბევრ ამინომჟავას მოიხმარს ენერგიის მისაღებად. ასეთ შემთხვევაში ჭარბი რაოდენობით შარდოვანა მიიღება. ხორცის ანუ ცილის გადაჭარბებული მოხმარების დროს—–ამინოჯგუფებიდან. ღვიძლს ძალიან ბევრი ენერგიის დახარჯვა უხდება ამ დროს. მცენარეული ცილების მიღების დროს ღვიძლი არ იღლება. შარდოვანას ცვლის დარღვევა, არა მარტო შემაწუხებელი დისკომფორტით, არამედ უამრავი დაავადებით გამოიხატება. ახალშობილთა ძალიან ბევრ დაავადებაში მთავარი მექანიზმია ამ ცვლის დარღვევა. განსაკუთრებით ,ენცეფალოპათიის აქცენტით რომლებიც მიდიან. რადგან, ამ დროს ყოველთვ ის ღვიძლის დაზიანებაა და ტვინის ფუნქციების მოშლითაა გამოხატული. საერთოდ არასოდეს არ მორჩება ტვინის ნებისმიერი პრობლემა სკლეროზის ჩათვლით, თუ მკურნალობაში ერთი მთავარი აქცენტი ღვიძლზე არ იქნებ ა. ახალგაზრდობის ნებისმიერ დაავადებაში, რომლებიც , განსაკუთრებით, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ემართებათ, ერთი მექანიზმი ყოველთვის, შ არდოვანას ციკლის მოშლაა. არცერთი ალერგია, მითუმეტეს ქრონიკული რინიტი, არასოდეს არ მორჩება ბოლომდე, სანამ შარდოვანას ციკლი არ დარეგულირდება. უკვე კატეგორიულად ჩამორჩენილი ვართ რინიტების მკურნალობაში და ის გამოიხატება ძირითადად, ანტიბიოტიკით, წვეთებით და აეროზოლით. ეს არ არის სწორი მიდგომა, როცა ამ დროს და საერთოდ ალერგიების დროს, ყველაფერი ამინომჟავების ცვლის დარღვევით იწყება. გარკვეული ამინომჟავები პირდაპირ კურირებენ ალერგიულ პროცესებს. მათი დარღვევის შედეგად არის —–პანკრეასის კისტური ფიბროზი და შარდოვანას ცვლის დარღვევა .ამის შედეგი კი , არის მჟავა -ტუტოვანი წონასწორობის მოშლა და და რინიტის გამოვლინება. ასევე კუჭ-ნაწლავსა და ფილტვებში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის მოშლაში მთავარი მიზეზია , პანკრეასის კისტური ფიბროზი და შარდოვანას ცვლის დარღვევა. სულ ემანერას ან სხვა ტიპის ომეოპრაზოლებს რომ იღებს ადამიანი, ეს მხოლოდ ძალდატანებით , დროებით დაარეგულირებს სიმჟავეს. კუჭის სიმჟავე მორჩება, მხოლოდ, პანკრეასის კისტური ფიბროზის მართვის ფონზე, შარდოვანას ცვლის დაწესრიგების შემდეგ, ძალდატანებით , მედიცინაში ვერაფერს გამოვასწორებთ ბოლომდე. ორგანიზმი შედეგიანად მოგყვება მაშინ, თუ ბუნებისგან ჩადებულ ფიზიოლოგიური რეაქციების დინამიკას ხელს შევუწყობთ და გამოვასწორებთ.
პათოლოგიებს ვადგენთ, უპირველეასად, სისხლში ამიაკის გამორკვევით. საერთოდ, სისხლში მისი სიჭარბე პირდაპირ ნიშნავს ენცეფალოპათიას. ღვიძლის გამო, რომ თავი გტკივათ, ესეც ენცეფალოპათიის გამოვლინებაა. მაგალითად, როცა ღვიძლის გაცხიმოვნებაა , ამ დროს ღვიძლის და ტვინის დაზიანება უკვე გარკვეულ სტადიაშია გადასული. ამონიუმის დიდი სიჭარბე, ბევრჯერ სიკვდილობის მიზეზი ყოფილა .ნევროლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებში, შარდოვანას ციკლის მოშლა, ყოველთვის დევს. რადგან , ფსიქიკის არანჟირებაში პანკრეასის ნერვული წნულის და ღვიძლის ნერვული უჯრედების როლი უმთავრესია. არ არსებობს ნევროლოგიური ან ფსიქიკური პრობლემა , ღვიძლის დაზიანების გარეშე. მ აგალითად, დეპრესიის დროს ღვიძლის 50ზე მეტი ფუნქციაა მოშლილი. მსოფლიო მედიცინის სტანდარტი ეს არის. მაგრამ, ვინც ღვიძლს ჩვენში დამკვირდებული 4 ფუნქციის მიხედვით სჯის, იმისთვის ეს არ არის სერიოზული პრობლემა. ფსიქიკური აშლილობების გამწვავებულ მექანიზმში, შარდოვანას ციკლის მოშლა წამყვანია. ამიტომ , მწვავე პერიოდის შემდეგ, ანტიდეპრესანტების ქრონიკული გამოყენება, ამ ციკლს ბოლომდე აზიანებს. რატომ, როცა ბუნებრივი ანტიდეპრესანტები არსებობენ. ზოგი ა მინომჟავა ბუნებით ანტიდეპრესანტია .ევროპული და ამერიკული სტატისტიკით, ნერვული აშლილობის მიზეზებში ყველაზე ხშირია—— ფერმენტ——- ორნითინის ტრანსკარბამილაზას დეფიციტი. ხოლო ფერმენტი ენკეფალინაზა, რომელიც ღვიძლის უმნიშვნელოვანესი ფერმენტია, დეპრესიის დროს ისეა გაავებული, რომ ამინომჟავებს ამსხვრევს და ნერვულ ი უჯრედების დეგრადაციას იწვევს. აზარტულ თამაშებზე და ნარკოტიკზე დამოკიდებულების დროს, რა დარღვევებია და როგორ შეიძლება ღვიძლის სპეციფიკური მიდგომით ,ეს თანდათან მოიხსნას, ერთ ადრინდელ სტატიაში——– გენების , დეენემის და ერენემის დონეზე ავხსენი. ღვიძლი რომ ფიზიოლოგიის რომია და ყველა გზა მასზე გადის, ნებისმირი დაავადების მორჩენის დროს, ეს თუ ახალგაზრდა ექიმმა თავიდანვე არ გაიაზრა, ბოლომდე ვერასოფეს მოარჩენს ვერცერთ დაავადებას .ახალშობილების ენცეფალოპათიების დროს, რომლებიც ხან კომადე მიდიან, ამიაკი აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ, პათოლოგიური პროცესის შესაჩერებლად. ნებისმიერი კიბოს დროს უშედეგო იქნება მკურნალობა, თუ შარდოვანას ცვლას არ დავარეგულირებთ. რადგან ,კიბოს ერთი დიდი მიზეზი——დაზიანებული ღვიძლის მიერ ვერგაფილტრული და დიდხანს ნაგროვები რძემჟავა და ჭარბი ამონიაკია. მაღალი წნევა როცა გაქვს, ამონიაკი წამლავს მთელს ორგანიზმს . დამარეგულირებლით ახდენ, დაშლაკულ და დეფორმირებულ არტერიაზე ზეწოლას წნევის დასაწევად. ეს რომ არ განმეორდეს , შარდოვანას ცვლას უნდა მკურნალობა. სანამ ღვიძლი ამ ტოქსინემიას თავად ანეიტრალებს, სიცოცხლის დროებით გათრევა ხდება. როცა ღვიძლი ხელს ჩაიქნევს და ძალა აღარ ეყოფა, ეს ინსულტით ან უეცარი სიკვდილით დასრულდება . ხალხის სამსახურში პროფესიონალები უნდა იყოს ყველგან. რომ მცირე წნევაზე ან თავის ტკივილის დროს, ამ მექანიზმით შეწუხებულ ადამიანს არ უთხრას ვინმემ ნევროზი გაქვს და ანტიდეპრესანტი დალიეო. ასე იცრიცება და მცირდება სიცოცხლეები, როცა მსოფლიო მედიცინაში ყველაფრის მექანიზმი გარკვეულია და შველა ნამდვილად შეიძლება. დავაკონკრეტებ——— თუ ღვიძლი შედარებით მაინც ჯანსაღადაა, შარდოვანას ანუ ორნითინის ციკლის მთავარი მიზანია————–ორგანიზმიდან ჭარბი აზოტის გაწმენდა, რომლის არსებობა ანადგურებს ყველა ორგანოს. ამ დროს თუ ღვიძლი კარგად ფუნციონირებს ამონიუმი გადაიქცევა შარდოვანად, რომელიც ტოქსიურია, მაგრამ გადავა სისხლში , გაიფილტრება თირკმლებით და გარეთ გამოვა შარდით. როგორც ხედავთ , რაც უფრო ნაკლებად ჯანმრთელია ღვიძლი და თირკმლებიც, ტოქსიკურობის ხარისხი მეტია და უფრო აზიანებს ორგანიზმს. ამ ფონზე უამრავი დაავადება ყალიბდება სიმსივნის ჩათვლით. ეს ყველა მილიონობით რეაქცია ღვიძლში მიდის. ღვიძლი იღებს ამონიუმის იონებს მთელი სხეულიდან , რომ გაფილტროს. ამონიუმის ჭარბი ოიონები ადამიანს უგროვდება უხარისხო საკვებიდან მიღებული——ტოქსინებით, საწამლავებით, მავნე შხამებით, . ეს ყველაფერი იქიდანაა, რასაც ადამიანები დღის განმავლობაში გაუაზრებლად მიაქანებენ პირისკენ. ხშირად, ჭუჭყიანი ხელებით. ამონიუმის იონები, ფიზიოლოგიურად ხარისხიანი კვების დროსაც გროვდება. მაგრამ მეტი, უხარისხო საკვებით მიიღება. უამრავი რეაქციები და ფერმენტები მუშაობენ ამის განეიტრალებაზე. ბოლოს, ფერმენტი-არგინაზა არგინინს შლის შარდოვანაში .ორნითინი ისევ შემოდის მიტოქონდრიაში სხვა სამუშაოებისთვის. შარდოვანა ემშვიდობება უჯრედს და სისხლით მიემგზავრება თირკმლებამდე . ეს ციკლი მილიონამდე რეაქციას შეიცავს. მთავარი კი ის არის, რომ თუ შარდოვანას სინთეზის ციკლი სრულად არ წარიმართა და ამ დროს განსაკუთრებით, ციტრულინის და ორნითინის ცვლა სწორ ფარგლებში არ არის, მაშინ აზოტის ტოქსიკური მეტაბოლიტები ვერ გამოვა ორგანიზმიდან და აუცილებლად იქნება———-ან შაკიკის შეტევა ან პოდაგრის ან თავის ტკივილი ან წნევა ან თავბრუხვევა ან სისუსტე და დისკომფორტი ან კუჭ-ნაწლავისა და სანაღვლეს პრობლემების გამწვავება ან რთული ალერგია და სხვა.
ციტრულინი
ციტრულინი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში. მისი ზედმეტად მომატება ——ციტრულინემია რთული დაავადებაა .მაგრამ მისი ცვლა ნორმაში თუ არ მიდის , ადამიანს ჯანმრთელობის იმდენი პრობლემა აქვს , უბედური ცხოვრებით ცხოვრობს. ციტრულინის მოშლის დროს, ადამიანის პანკრეასი და ღვიძლი , ასევე თავის ტვინის არტერიები და გულის მკვებავი არტერიები სასიკვდილო განწყობაშია. მუდამ თრომბოემბოლიის საშიშროებაა. ასეთ ადამიანებს სულ დისკომფორტი აქვთ ————– პერიოდულად მცირეზე მომატებული წნევა, თავის ტკივილებს და უკიდურეს მდგომარეობას უქმნით. საძილე არტერიები იმდენად დაშლაკური და სპაზმური აქვთ, რომ თავის უხერხული როტაციის დროს შეიძლება ძლიერი ტაქიკარდია ან გულის შეტევა დაიწყოს. ან საერთოდ გაითიშონ. ეს ის კატეგორიაა, თავის ტვინის გადაღებაზე, სკანირებისას რომ რადიოლოგისგან უწერიათ—-თავის როტაციისას ხდება მთლიანი ან ნაწილობრივი დახშვა არტერიის. ასეთ ადამიანებს არტერიების და სისხლძარვების, სიცოცხლისათვის საშიში პოზიცია აქვთ . ასეთ ადამიანებს, ასევე, პერიოდულად , პანკრეასის ან სანაღვლეს ანთებები აქვთ გამოხატული. თუმცა ხშირი შეტევით გაურთულებელი, მაგრამ ასეთ მუდმივ დისკომფორტულ ,ტანჯულ მდგომარეობაში. სამწუხაროდ, ხან ესეც ნევროზადაა შეფასებული. ეს არის მაგალითი ,შარდოვანას ცვლის უმძიმესი დარღვევის , რომლის დროსაც, უპირველესად, ყველაზე მეტად გამოკვეთილია—–ციტრულინის და ორნითინის ცვლების დაზიანება.
რა არის აზოტის ოქსიდი ?——————-აზოტის ოქსიდი ზრდის არტერიებში და სისხლძარღვებში სისხლის მოცირკულირე ნაკადს და ეხმარება ყველა ტიპის კუნთს, მათ შორის გულის კუნთს , მეტი ჟანგბადი მიიღოს. ასევე, აფართოებს სისხლძარღვებს და არტერიებს . შესაბამისად, იზრდება კუნთის, არტერიების, ვენების, სისხლძარღვების კედლის სიმტკიცე და მეტი სიცოცხლე და დრეკადობა ენიჭება კუნთურ ქსოვილს. არტერია, ვენა, სისხლძარღვი, კაპილარი, კუნთოვანი შრეებისგან შედგება. ექიმის დიპლო მი არ სჭირდება ამ ბოლო წინადადებების, უდიდესი სასიცოცლო მნიშვნელობის გაგებას .ეს არის სიკვდილის რეალური აცილება. ახლა საუბარია სიკვდილისა და სიცოცხლის განსხვავებაზე. ნებისმიერი შეტევის, ნებისმიერი ავადმყოფობის, ნებისმიერი ცუდად ყოფნის და დისკომფოტის დროს ,გვერდით რომ გადავდოთ ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური მექანიზმები————-მთავარი მიზეზი ეს არის, რომელიც იწვევს შეტევებს, დაავადებებს და სიკვდილს. სიკვდილის ან ცუდად ყოფნის მთავარი ტექნიკური მექანიზმია———არტერიების და სისხლძარღვების მკვეთრი შევიწროება და მათში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება. ეს არის ადამიანის ცუდად გახდომის მიზეზი და სიკვდილის შანსის გაძლიერება. რადგან, ამ ფონზე თრომბული აგრეგაცია კატასტროფულად ძლიერდება და თრომბოემბოლიის დიდი შანსია. შევიწროებულ არტერიებსა და სისხლძარღვებში, მდორეთ, ნელი ნაკადით მიმავალი და ამის გამო თრომბული მასებით შეკოლტილი სისხლი , საკმარისად ვეღარ კვებავს ორგანოებს ჟანგბადით და სხვა საკვები ნივთიერებებით. კარგ ვარიატში———-საკვებიდან მოხვედრილი ციტრულინი პირდაპირ შეიწოვება სისხლძარღვებში და არტერიებში. იქვე გადაიქცევა აზოტის ოქსიდად. თუ ეს რეაქციები შარდოვანას ციკლში სწორად წარიმართება, მეტი ჯანმრთელი——— ღვიძლის, პანკრეასის და ნაღვლის ბუშტის ფონზე—————–მაშინ სისხლძარღვები, არტერიები, აღარ იქნებიან სპაზმური და თრომბებით სავსე. სისხლი ჟანგბადს და საკვებს უხვად მიიტანს გულსა და ტვინში. კუნთებს მეტი ჟანგბადი და ჯანსაღი კვება ექნება და ამის გამო ადამიანს ენერგია და ძალა გაუძლიერდება. ეს მექანიზმები რომ ყველამ გაიაზროს, აღარ დაინიშნება ათასობით არასაჭირო მედიკამენტი . მეტი სიზუსტით მოხდებოდა ადამიანის სიცოცხლის მართვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის დასკვნა ამიტომ იყო ზედმეტად მკაცრი————რომ ყოველი 100დან 70 რეცეპტი უვარგისია. ციტრულინის და ორნითინის ნორმული ცვლის საშუალებით, ორგანოთა ქსოვილები მეტ კვებას და ჟანგბადს იღებენ , რაც მეტ ჯანმრთელ და უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს და სიკვდილის ნაკლებ შანსს ნიშნავს .შედეგად, ორგანოები ჯანსაღდებიან. აღარ იღებენ ადვილად დაავადებებს . ნორმაში მყოფი ციტრულინის და ორნითინის ცვლა , არის ღვიძლის მთავარი ბუსტერი. ღვიძლი დაავადებულიც რომ იყოს, ციტრულინი და ორნითინი იბრძოლებენ, ამიაკი ნაკლები წავიდეს ტვინისა და სხვა ორგანოების მოსაწამლავდ. ამის შედეგად ნაკლები იქნება———– თავის ტკივილი, წნევის აწევა, შაკიკის შეტევა, პოდაგრის შეტევა, გულის შეტევა, თრომბირება, თავბრუხვევა, დისკომფორტები, კიდევ უამრავი შეწუხება და საერთოდ სიკვდილის შანსი. გახსოვდეთ, ყველანაირი დისკომფორტის ფონი, რომელიც მძაფრ ვარიანტში სიკვდილით მთავრდება, არის შევიწროებული არტერიები და სისხლძარღვები. თუ შარდოვანას ციკლი ნორმაში მიმდინარეობს , ადამიანი ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ციტრულინი ეს არის ციტრულინის მალატი ანუ 2 ამინო-5 კარბამოილამინო პენტანოინის მჟავა. ანუ ის ერთ-ერთი მჟავაა. საერთოდ, მედიცინა მეტად რომ დავკავდეთ ადამიანებში —————-ვიტამინების, ამინომჟავების, მჟავების, მინერალების , მიკროელემენტების ცვლების შესწავლით ყველა ადამიანში, უფრო მეტი ჯანმრთელი ადამიანი ივლიდა და იცოცხლებდა. რადგან ,ეს არის ადამიანი —– მათი შემადგენლობით მიღებული რეაქციების მიმდინარეობა, ადამიანის სიცოცხლის დასტურის ანაბეჭდია. ამინომჟავების გრაფიკული ფორმულები ამ კომპონენტებისგან შედგება. ამინომავებში ჩაწერილია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობ ა და სტილი. პირადად ჩემი სტრატეგიაა, ნებისმიერი დანიშნულების შედგენის დროს, დავადგინო ამ ადამიანს, რომელი კომპონენტი აკლია ან რომელი მეტი აქვს, ასევე რომელი ცვლა აქვს დარღვეული. დანარჩენ შემთხვევაში მედიკამენტის დანიშვნა ადამიანის სიცოცხლეზე თამაშად მიმაჩნია. რადგან , ამათი ცვლების სწორი მიმდინარეობა, ეს არის რეალური სიცოცხლე. თუ ციტრულინის და ორნითინის ცვლა ნორმაში მიდის , ნაკლები იქნება——— გულის დაავადებები, ინსულტები ,თრომ ბული სასიკვდილო ვარიანტები; შაკიკის შეტევები და სხვა. არ იქნება ამდენი დაავადებული და შეწუხებული ადამიანი. ციტრულინი მეცნიერებმა პირველად მიიღეს საზამთროსგან .მისი ქიმიური ფორმულაა——-c6h13n3o3. მას საზამთროს ლათინური სახელწოდება აქვს. როგორც იტყვიან, უფრო სწორად როგორც ნიუტონმა თქვა—– ყველაფერი გენიალური მარტივია. ის წარმოიქმნება ჯანმრთელ თირკმლებში. თუ თმა და კანი ჯანმრთელია, მაშინ მეტი იქ არის. ადამიანებს ციტრულინის ცვლა მასიურად მოშლილი ა ქვთ, რადგან კანს როგორც ორგანოს , სწორი ინტერპრეტაცია ხშირად არა აქვს ჩვენში და მისი ფიზიოლოგიური გაჯანსაღების ნაცვლად, აქცენტი დამრთგუნველ კრემებზეა გადატანილი. კანს ნაკლები აკადემიური მიდგომა და ნაკლები ფიზიოლოგიურად გამაჯანსაღებელი მკურნალობა აქვს ჩვენში . მისი სასიცოცხლო მნიშვნელობა გააზრებული არა არის და სნობური მიდგომები სჭარბობს უცოდინარობის გამო .მაგალითად, ატოპიური დეტმატიტის დროს, ერთი წლის ბავშვებს დანიშნული აქვთ სამი სახის დამატენიანებელი კრემი. როცა ამ დროს, პრობლემა სანაღვლე გზებშია და შედეგად ამისა ,დიზბაქტერიოზია. დიზბაქტერიოზის შედეგად კი ,კანს აკლია ბევრი მინერალი და ნივთიერება. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ნაწლავების ჯანსაღ ფლორაში კეთილი ბაქტერიებისგან წარმოიქნებიან .იმიტომ არის კანი ზედმეტად მშრალი, რომ მას აკლია შესაბამისი ნივთიერებები, რომლის დამატებას ითხოვს ორგანიზმი და ამას ტვინი გატყობინებს მშრალი კანით. ეს არის სხეულის ენა . ეს ნივთიერებები განაპირობებენ კანის ადექვატურ ტენიანობას. როგორ ვერ უნდა გავიაზროთ , რომ პატარა ბავშვი ,მითუმეტეს არასაჭირო და დამზიანებელი ალერგენებით არ დავმუხტოთ. ამას არაექიმიც უნდა ხვდებოდეს. ყველა რთული დაავადება , ყველა კიბო მაშინ იწყება , თუ ფონად თავისუფალი რადიკალები კანში ჭარბად დაგროვდებიან. კიბო , ვერასოდეს შემოაღწევს, თუ ორგანო ——-კანი ჯანმრთელია და ყველა ცვლა მასში ფიზიოლოგიურ ნორმაში მიმდინარეობს. ჯანმრთელი კანი რომ გქონდეთ, არ გექნებოდათ ციტრულინის და ორნითინის , ასევე არგინინის ცვლის აღრევა, რომელსაც თან მოყვება ყველაზე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პრობლემები .რადგან, ყველა დაავადება , იწყება კანში თავისუფალი რადიკალების დაგროვებით. განსაკუთრებით—-კიბო, დიაბეტი, წნევა, ჩიყვი ,ღვიძლის დაზიანება და სხვა. კიდევ გამოვკვთავ —–თქვენი მტანჯველი თავის ტკივილის მიზეზი ამიაკია, რომელიც თავის ტვინის სისხლძარღვებისთვის განსაკუთრებით ტოქსიკურია. . ის ახდენს ,ასევე შაკიკის შეტევის პროვოცირება ს და ყველა წნევის მიზეზია. ასევე ბევრი დისკომფორტის და სიცოცხლისათვის საშიში ვითარების მიზეზი—ამიაკია. . ციტრულინის და ორნითინის ცვლის სიჯანსაღე, ესაა ადამიანის დაცული სიცოცხლე დისკომფორტების გარშე. რადგან ,მათ ჯანსაღ ცვლას შეუძლია, ამიაკის ტოქსიკურობის შემცირება და თავის ფიზიოლოგიურ გზაზე ჯანსაღად გაცილება, ისე რომ ორგანიზმს ტოქსინები არ დაუტოვოს. ციტრულინი ყველაზე მეტია საზმთროს ქერქსა და თესლებში. ამიტომ, იმდენი არა, რომ ნაწლავების გაუვალობის პრობლემა შეგექმნათ, მაგრამ, ხან კურკებიც შეჭამეთ. ხშირად გამოიყენეთ საზამთროის მურაბა.ის არის ასევე, ამ პროდუქტებში——–თევზი, ხორცი,კვერცხი, რძე, ლობიო, სოიო,არაქისი, ხახვი. თანამედროვე ამერიკული კვლევებით, შეშუპებების მექანიზმში ციტრულინის ცვლის დარღვევა წამყვანია. ანუ შეშუპებისკენ მიდრეკილ ადამიანს ღვიძლი დაზიანებული აქვს. ჩვენში ხან ეუბნებიან ღვიძლი ჯანსაღი გაქვსო , რადგან ღვიძლის რამდენიმე ფუნქცია , რაც აქ ისაზღვრება ნორმაშია. ისევ გავიმეორებ—– ევროსტანდარტით——-ღვიძლს 500 მდე ფუნქცია აქვს . ხოლო მასში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები ექოზე როგორ გამოიკვეთება , როცა ეს ბიოქიმური და ფიზიოლოგიური დარღვევებია. ციტრულინის ცვლის სიზუტით რეგულირება აუცილებელია ოპერაციების შემდეგ. სწორად რომ აღიდგინოს ორგანიზმმა დანაკლისები. ასევე მისი ცვლის სწორი მართვა სასიცოცხლოა დიაბეტიანებში, რომ დიაბეტიანმა ბევრად მეტი იცოცხლოს. რაც ვერ მოხდება ამ და ორნითინის ცვლის ბოლომდე აღდგენის გარეშე. ციტრულინის და ორნითინის ნორმული ცვლა სასიცოცხლოა გულის და ტვინის დაავადებების დროს. კვლევებით დადასტურებულია, რომ სკლეროზის და ალცჰაიმერის აცილების მთავარი გარანტი ამ ორი ცვლის კონტროლია .ვიტამინებს ჩვენში ზოგი შარჟულად უყურებს . რადგან, მედიცინის პროფილაქტიკური ცნობადობა ჩვენში დაბალია და ვიტამინები გასასუქებელი წამლები ჰგონით. ბე 6 ვიტამინი -სიცოცხლის შექმნაში ერთ მთავარ როლს აკეთებს. ის ააქტიურებს ტრანსამინაზებს ანუ თქვეთვის კარგად ცნობილ ღვიძლის ფერმენტებს. ტრანსამინაზების უდიდესი ფუნქც ი აა -ამინომჟავების ერთმანეთში ხელმეორედ გადაქცევა .ამინომჟავების ეს მეტამორფოზა, სწორედ შარდოვანას ციკლში ხდება. მაგრამ , ნორმაში ხდება იმ შემთხვევაში, თუ ციტრულინ-ორნითინის ცვლა სწორად მიდის და ბე 6 ც ნორმაა .ამინომჟავების ერთმანეთში გადაქცევასა და გრაფიკის შეცვლაზე ა საუბარი. ამაში მთელი გენეტიკა და ახლანდელი ფიზიოლოგია მონაწილეობს. თუ ადამიანს ვიტამინი ბე 6 ჭარბი ან ნაკლები აქვს———ორივე შემთხვევაში ღვიძლი გამოსულია მწყობრიდან და ამ ადამიანის ბევრი პრობლემა სწორედ დარღვეულ ბე 6-ს უკავშირდება, შარდოვანას ცვლის დარღვევასთან ერთად .ეს პრობლემები განსხვავებული შეიძლება იყოს სხვადასხვა ადამიანში. მაგალითად ან ნევროლოგიური დაავადება ან ციროზი ან შაკიკი ან ხშირი წნევა ან შეშუპებისკენ ძლიერი მიდრეკილება და სხვა. ასევე, ციტრულინის და ორნითინის ცვლები, ყველა თავისი კომპონენტით თუ ნორმაში მიდის , მაშინ———რეგულირდება ზრდის ჰორმონი ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის —– სომატოტროპინი, რომელზეც ათასობით დაავადება და საერთოდ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაა დამოკიდებული; მკვეთრად უმჯობესდება ინსულინის და მისი ჰორმონების მდგომარეობა; არ არის შაკიკის შეტევები ;არ არის გულის შეტევები;ა რ არის ინსულტის შანსი და ასევე ბევრი სასიცოცხლო პარამეტრი სწორდება .რადგან, ამ ორი ცვლის სწორად მიმდინარეობა , ანეიტრალებს არა ამარტო ამიაკის ტოქსიკურობას, არამედ—-უამრავი სხვა ტოქოსინის და რაც მთავარია რძემჟავას, რომლის დარღვევა ყველაზე მტანჯველია შაკიკის ტკივილის დროს. ჯერ კიდევ, 20 წლის წინ ვამბობდი, რომ შაკიკის მორჩენის გასაღები ღვიძლში და ნაღვლის ბუშტში დევს. ადამიანებს დიდ შვებას სწორედ ამ სტრატეგიით ვაძლევდი. ნებისმირ შაკიკიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უგრძვნია უსიამოვნო შეგრძნება ნაღვლის ბუშტის მიდამოდან .შაკიკი აზიანებს თავის ტვინს. მისი მიზეზი დიდ პროცენტში, ძირითადად , გულსისხლძარღვთა დაავადების ტექნიკური პრობლემა,ა კერძოდ, ღია ოვალური ხვრელის სახით. მაგრამ, უხშირეს გამოვლინებაში , შაკიკი ეს არის ღვიძლის პრობლემა და ღვიძლის დაავადების ნაირსახეობა. რომელი მიზეზიც არ უნდა სჭარბობდეს შაკიკში , ერთი რამ უპირობოდ უცვლელია——–ის ყოველთვის დაზიანებული ღვიძლის ფონზეა. მაგრამ, იქ სადაც დაბალი დონის სამედიცინო აღქმებია, ხშირად დაზიანებულ ღვიძლს ჯანმრთელად აღიქვამენ. თუ შაკიკს თან ერთვის ღვიძლის ჰემანგიომა, უკვე გონებრივი სისუსტე იქნება, რომ შაკიკის ეს ფორმა მთლიანად არ მივაწეროთ დაზიანებულ ღვიძლს. თუმცა ჩვენში ჰემანგიომა ზე მსუბუქი შეხედულებელია. თუ პროცესებს სიღრმისეულად, მექანიზმებით არ განვჭვრეტთ , ყოველთვის მსუბუქად მოგვეჩვენება ყველაფერი, დარჩებიან დაზიანებული ადამიანები , რომელთა სიცოცხლე ხანმოკლე იქნება. პედიატრიაში ,მედიკამენტების პარალელურად, ყოველთვის ვიყენებდი საზამთროს გამხმარ და გახეხილ კურკებს . რა თქმა უნდა შესაბამისი მცირე დოზებით, გულის და ღვიძლის დაავდებების დროს. ცირტულინის და ორნითინის ცვლის მომწესრიგებელი პერაპარატები არ შეიძლება ა მ პრეპარატებთან ერთად———კაპტოპრილი, კაპოტენი, ვალსარტანი, დიოვანი, დილთიაზემი, კოზაარი, ენალაპრილი, ვასოტეკი, ამლოდიპინი, ნორვასკი, ლაზისქსი,კარდიზემი, ნიტროდური, ნიტროსტატი, ფუროსემიდი , დიოვანი.მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს .ციტრულინის ცვლა უნდა იყოს ნორმაში მისი კომპონენტებით. ამიტომ მისი სპონტანური დანმატება საშიშია და მისმა სიჭარბებ, შეიძლება გამოიწვიოს დაავადება ციტრულინემია. ნორმული ცვლის დროს ციტრულინი, აზოტის ოქსიდს რომ წარმოქმნის,ინსულინის ცვლა ნორმალიზდება;შსაქრის მოხმარება და გადანაწილება ადექვატურია. დიაბეტიანის ჯანმრთელობა და სასიცოცხლო მონაცემები უმჯობესდება .ენერგია და სიცოცხლის წლები ემატება .თავისთავად არადიაბეტიანს ჯანმრთელობა უმჯობესდება. ძალა და სასიცოცხლო წლები ემატება. აზოტის ოქსიდი ზრდის მიტოქონდრიებს. ბიოლოგებმა იციან, რომ ეს არის რეალური, გარანტირებული სიცოცხლის დაზღვევა. მათ იციან , სასიცოცხლო ენერგია მოდის უჯრედის მიტოქონდრიებიდან.
რა არის აზოტის ოქსიდი?——-მას მთავარი როლი აქვს სისხლძარღვების გაფართოებაში.; ტვინისა და გულის კვებაში; სასიცოცხლო პოტენციალში. ის , თუ შარდოვანას ციკლი ნორმაშია, კიბოს უჯრედების ჩასახლებას და გამრავლებას უშლის ხელს. ის ხელს უშლის ასევე, ყველა მავნე სხეულის ჩასახლებას ორგანიზმში. აზოტის ოქსიდი იმუნური სისტემის საიმედო იარაღია. აზოტი, დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ელემენტია. ის მიიღება ვარსკვლავებიდან მისი ზედა მასების გალღობის დროს. მთვარის ატმოსფერო, სულ მოლეკულური აზოტია. აზოტი ყველა ცოცხალ არსებაში ბუდობს. განსაკუთრებით ნუკლეინის მჟავებში და ამით ყველაფერი ნათქვამია. რადგან, საუბარია გენეტიკური ნიშან- თვისებების გადაცემაზე. ამიტომაც თამაშობენ მისი ნაერთები ,ადამიანის ფიზიოლოგიაში სასიცოცხლო როლებს. აზოტი არის——შარდოვანაში, შარდმჟავაში, ამიაკის ფორმებში. ასევე არის ბევრ მინერალში , მაგალითად , კალციუმში. აზოტის ოქსიდი ჭექა—ქუხისლის დროს მიიღება. თანამედროვე მსოფლიო მედიცინა, მას უწოდებს სასიგნალო მოლეკულას. ანუ მისით ადამიანის ფიზიოლოგიის ბევრი პათოლოგია ამოიცნობა . განსაკუთრებით, გულ-სოსხლძარღვთა პროცესში. 1998 წელს მეცნიერებმა ნობელის პრემია მიიღეს, აზოტის ოქსიდის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო როლის აღმოჩენისთვის მედიცინაში . მალხენ გაზს უწოდებენ. გაზი რომელიც აცინებს. ეს ბუნებიდან სიცოცხლის ნიშანი და მაცნეა. მართლაც, თუ ექიმი ამ ცვლების დარეგულირებას გაედევნება, პაციენტი ჯანმთელი და ბედნიერი იქნება. ჯანმრთელობაშელახულ ადამიანს, ღიმილის ხალისი არა აქვს. უამრავი სამედიცინო კვლევის დროს ვიყენებთ. მაგალითად, გამოიყენება ასთმის ფენოტიპის გამოსაკვლევად. ამოსუნთქულ ჰაერში, თუ აზოტის ოქსიდი ბევრია , მაშინ ეს არის დასტური—–სასუნთქი გზების ეოზინოფილური ტიპის ანთების. რაც ბრონქული ასთმის მკვეთრი დასტურია. არის დაავადებები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ბრონქულს ასთმას, მკურნალობენ როგორც ასთმას , მაგრამ არა ფილტვების, არამედ სულ სხვა ორგანოს დაავადებაა , გამოხატულია ამავე ჩივილებით. თუ აზოტის ოქსიდის ცვლის რეაქციები ნორმაში მიდის ,მაშინ დამპალი და მავნე ნივთიერებები სინქრონულად გამოძევდება ორგანიზმიდან და არ არის თავის ტკივილი, წნევა და სხვა პრობლემები. მცირე წნევაც კი იმის ნიშანია , რომ შლაკებით და ლპობადი ნივთიერებებით სავსეა ორგანიზმი. იმუნიტეტი მხოლოდ მაშინ იზრება , როცა ორგანიზმში ძალიან ნაკლებობაა ამ ლპობადი პროდუქტების. დაბალი და საშაუალო იმუნიტებტის ფონზე არ იქნება ჯანმრთელობა და მეტი სიცოცხლე. თუ ეს ცვლები ნორმაშია , ღვიძლი მარტივად ახდენს ყოველდღიუ რ დეტოქსიკაცია ს. თუ ციტრულინის და ორნითინის ცვლა ნორმაშია—— დიაბეტიანი ხანგრძლივად იცოცხლებს ;დაღლილობა არ ექნება ადამიანებს: ამიაკი და სხვა მომწამლავი აზოტოვანი ნივთიერებები სისხლში არ გაჩერდებიან და ორგანოებს არ დააზიანებენ ;წნევა არ იქნება; ამონიუმის შარდოვანად გარდაქმნა ფიზიოლოგიურად წარიმართება ;ამონიუმის ტოქსიკურობა შემცირდება და ღვიძლი გადარჩება; შესაბამისად ,გადარჩებიან დაზიანებას სხვა ორგანოები. წნევას, დამარეგულირებლით კი არ უნდა ეჭიდავოთ სამუდამოდ, არამედ ეს მექანიზმები უნდა გასწორდეს და წნევა აღარ იქნება. კიდევ დავაკონკრეტებ——ამინომჟავების კატაბოლიზმის დროს—–შარდოვანას ანუ ორნითინის ციკლში ამონიუმის ტოქსიკური ნაერთები მიიღება. ნორმაში მყოფი ორნითინის და ციტრულინის ცვლის დროს ,ამონიუმი შარდოვანად უპრობლემოდ გადაიქცევა და ამონიუმის ტოქსიკურობა ორგანიზმზე არ იქნება. ამით ღვიძლის სიჯანსაღეც შენარჩუნდება და მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაც. პარალელურად ჰორმონების ცვლა ჯანსაღდება და დაცულია. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივ რეჟიმში იწამლება ადამიანი . ეს გამოიხატება სხვადასხვა ჩივილებით ან სხვადასხვა მძიმე დაავადებებით, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ზღუდ ავენ. მხოლოდ ცირტულინის და ონითინის სწორი ცვლის დროს ,იზრდება და ნორმაში ა მამაკაცის მთავარი ჰორმონი—- ტესტისტერონი, რომლის დაქვეითებისას კაცს უამრავი დაავადება ემართება ,პოტენციის დაკარგვის ჩათვლით, მათ შ ორის ფსიქიკურიც. ასიათასობით მსგავსი ცვლები მიმდინარეობს ღვიძლში და მათი ნორმალურობა აუცილებელია. მაგრამ, ამ ორის ცვლა სასიცოცხლოა. ამ ცვლის წესრიგის დროს არგინინის ცვლაც ნორმალიზდება, რომელიც პირდაპირაა პასუხისმგებელი გულისხლძარღვთა დაავადებებზე. ამ ცვლების ნორმის დროს, აზოტის ოქსიდის გაზრდით, არტერიებსა და სისხლძარრვებში სისხლის ჯანსაღი მიმოქცევაა. რის შედეგად აღარ არსებობს თრომბირების შანსი, მაღალი წნევა; იხსნება უამრავი დისკომფორტი, სხვასდსხვა ორგანოს შეტევითი მოვლენები; ინფარქტის, ინსულტის , პარეზების შანსი და რისკი მინიმუმია და რაც მთავარია—- ბოლომდე მოხსნილია უეცარი სიკვდილის რისკი. თუ შარდოვანას ციკლი ნორმაში მიდის, მაშინ—————-შარდოვანას ცვლაში მონაწილე არგინინი ,აზოტის ოქსიდის გააქტიურებით—- ჰორმონებს არეგულირებს, გენების სწორ გადაცემას მართავს;ა მონიუმის დეტოქსიკაციაში მონაწილებს; კრეატინს და ამით ენერგიას ქმნის ; იმუნიტეტს და ენერგიას ამატებს; ჭრილობას და დამწვრობას ადრე არჩენს; კიბოს რადიკალებს ეღობება; გულის და სისხლძარღვების დამცავი ფარია ;კაცის პოტენციას კვებავს ;ტვინის სისხლის მიმოქცევას აჯანსაღებს ;მ ეხსიერებას ამკვეთრებს ;წნევას ეღობება; ხელს უშლის თირკმლის დაზიანებას ;მთავარ როლშია ცილების და დეენემის სინთეზში. ;ისე აფართოებს სიოსხლძარღვებს , რომ დაცულია ინსულტის , ინფარქტისგან და თრომბოემბოლიური საშიშროებებისგან. .
ორნიტინი
თუ ღვიძლი ჯანმრთელია და შარდოვანას ციკლი ნორმაში მიდის, მაშინ ორნიტინი სასწაულებს აკეთებს———–ზრდის დაქვეითებულ ზრდის ჰორმონს ანუ სომატოტროპინს, რომლის ნორმამდე აწევა გარანტირებული სიცოცხლის დასტურია. ის შემცირებული აქვთ დღევანდელ პირობეში მოსახლეობის დიდ ნაწილს, რაც ამძიმებს დაავადებების მიმდინარეობას , მაგალითად დიაბეტს. ასევე, ორნითინი ——–ეღობება თრეონინთან ერთად ღვიძლის გაცხიმოვნებას; აჩერებს ღვიძლის ბოლომდე დაზიანენებას; არეგულირებს ინსულინს ;წვავს ცხიმს; ა ხდენს გასუქებულს. ბოლომდე დაჰყავს თრომბირების და ემბოლიის შანსი; ა რეგულირებს აზარტულ დამოკიდებულებებს და ლომკებს,; აცილებს ადამიანს უეცარ სიკვდილს. მაგრამ, ამ ყველაფერს ორნითინი გააკეთებს იმ შემთხევვაში, თუ შარდოვანას ცვლას ვმართვთ, მის ყველა დეტალს ფიზიოლოგიურად გავასწორებთ. ორნითინის პატარა ცდომაც ნორმიდან, ღვიძლსა და პანკრეასს აზიანებს, იმუნიტეტს ბოლომდე აქვეითებს. ნორმიდან ოდნაც ცდომილი ორნითინი , ნიშნავს——–მძიმედ დაზიანებულ ———პანკრეასს, ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს და სანაღვლე გზებს, თუნდაც გითხრან არაფერი არ გაწუხებსო და თუნდაც რამე ჩივილი არ იყოს. თუმცა ამ მძიმე მდგომარეობის გამოსახატავად, პერიოდული, თავის მცირე ტკივილი ან მითუმეტეს შაკიკის შეტევა საკმარისია. ამ პროცესების დროს , ორგანიზმი ჰისტოლოგიურ, მორფოლოგიურ , ფიზიოლოგიურ ნგრევებს განიცდის და ზედაპირულად არ იკვეთება. რატომ კვდებიან გაღიმებული ადამიანები, რომლებიც ექიმთანაც კი არ კონტაქტობენ? მათ შარდოვანას ციკლი აქვთ მოშლილი. ყველაფრის გამოსწორება, აღდგენა, გაჯანსაღება და დიდხანს სიცოცხლე შეიძლება. არცერთი დაავადება მოსარჩენად პანაცეა არ არის. არც კიბო. მთავარია ზედაპირულები არ ვიყოთ და ფიზიოლოგიის ყველა დეტალი გავაანალიზოდ, რაც არის სიცოცხლის საწინდარი. ამიტომ თუ დისკომფორტი გაქვთ ან რამე ჩივილი და ვიღაც არაკომპეტენტური ზერელედ გეტყვის—— ნევროზი გაქვსო ნუ ენდობით მას. ყველა ჩივილის უკან პრობლემა დგას. ტესტია- შარდოვანას ციკლი ვისაც ბოლომდე დარღვეული აქვთ, იმ ადამიანებს ძალიან უჭირთ სიცხე და მაღალი ტემპერატურა. ასევე ,ბოლომდე დარღვეული აქვთ ეს ციკლი ——–ადამიანებს- გაცხიმოვნებული ღვიძლით და კიბოს ნებისმირი ტიპის დროს. უნდა გამოვიდეთ საუკუნეობრივი ჩამორჩენილობის მანერებიდან. ადრე ავადმყოფი ის ეგონათ, ვისაც, მაგალითად ,მუცელში წყალი ჰქონდა ან კომაში იყო. შემთხვევებია ძალიან სამწუხარო, ფეხზე მდგარი ახალგაზრდები კვდებიან, რომლებსაც ავადმყოფად არავინ არ თვლიდა. ამიტომ, როცა პრობლემურ ადამიანს უჭირს და მოგვმართავს , თუ ვერ გავიგეთ რა სჭირს, თითქმის ხუმრობით, იმ ფრაზას მაინც ნუ ვეტყვით, რაც სამწუხაროდ შაბლონი გახდა, დაზიანებული ღვიძლის დროს ———ნევროზი გაქვსო.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share