“სამოქალაქო მოძრაობა მთავრობისგან სასწრაფო ცვლილებებს ითხოვს, მათ შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება”, – ამბობს ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის წევრი მიშელ რივაზი, რომელიც 3 ივლისს რუსთაველზე გამართულ აქციას დაესწრო.
როგორც ევროპარლამენტარი, მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, თუ ხალხის უმრავლესობის სურვილია, რომ ქვეყანა ოლიგარქიისგან უნდა გათავისუფლდეს, ეს ასეც უნდა მოხდეს.
“მე დღეს სამოქალაქო მოძრაობის მხარდასაჭერად ვარ, რომელიც მთავრობისგან სასწრაფო ცვლილებებს ითხოვს, მათ შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი და ის გადაიყვანონ სამკურნალოდ ევროპაში. მე ევროპარლამენტის წარმომადგენელი ვარ და ივნისში მივიღეთ, რეზოლუცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სადაც ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობამ უნდა შეასრულოს. თუ ხალხის უმრავლესობის სურვილია ოლიგარქიისგან გათავისუფლება, ეს ასეც უნდა მოხდეს”, – ამბობს მიშელ რივაზი
შეგახსენებთ, რომ გუშინ 3 ივლისს პარლამენტთან კიდევ ერთი რამდენიმეათასიანი აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადეს პრემიერმინისტრი და მთავრობა.