ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გაუგზავნა

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია უკვე გაუგზავნა. წყაროს ცნობით, დრონები კასპიის ზღვით ასტრახანში ჩავა და შემდეგ მისი ტრანსპორტირება უკრაინის საზღვართან მოხდება.

პირველ პარტიაში ძირითადად მძიმე შემტევი დრონი “Shahed 129”-ა. მისი სიგრძე 8 მეტრია, ფრთების გაშლა – 16 .სიჩქარე – 150 კმ/სთ, ფრენის მანძილი 1700 კმ. ტვირთამწეობა – 400 კგ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share