საქართველოდან ცოცხალი თხებისა და ცხვრების ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა. მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბექა გონაშვილის თქმით, მიზეზი ერთის მხრივ ლარის გამყარების გამო ქართული ბაზრის მიმართ შემცირებულია ინტერესია, მეორეს მხრივ კი, მოთხოვნის პიკში, ქართული ცხვარი შესაბამის კონდიციაში არ იყო.
,,ახლა მოთხოვნა აღარ არის, როცა მოთხოვნა იყო, ხალხს მეტი ფასი უნდოდა. ახლა კი, როცა ლარი გამყარდა უცხოელებისთვის ცხვრის საქართველოდან იმპორტი აზრიანი აღარ არის. ბევრი ცხვარი დარჩა გასაყიდი. როცა მათი დღესასწაული იყო, მაშინ ერთია რომ ფერმერები მეტს ითხოვდნენ და მეორეა, რომ მაშინ ცხვარი შარშანდელთან შედარებით პატარა იყო. მოგეხსენებათ, მათი დღესასწაულები მოძრავია და შარშან კარგად დაემთხვა, წელს კი სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა. მაისში მთაში ავედით და ივნისში უკვე დღესასწაული იყო, ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა, კონდიციაში არ იყო ცხვარი.
ცხადია, ადგილობრივ ბაზარზე ფასები შემცირებულია. რთული სათქმელია, რა ღირს ახლა ცხვარი, თან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა პრაქტიკულად, არ არის, თუ უცხოელები არ შემოვლენ და იყიდიან” – განცხადა ბექა გონაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან”.