„ჭირვეული ბავშვებივით“ – „ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციასა და არასამთავრობოებზე

“საუბარია მხოლოდ იმაზე, ერთობლივად, ჩვენ და დასავლეთმა როგორ მოვხერხოთ, რომ ეს ჭირვეული ბავშვებივით, სამი პარტია და კიდევ ერთი-ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც საბოტაჟს უწევენ ამ პროცესს, რაღაცნაირად ჩართულები აღმოჩნდნენ ამ საერთო, გამაერთიანებელ მუშაობაში. ეს იყო ძირითადი, წამყვანი თემა, ფაქტობრივად ეს იყო თათბირი, როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ, რომ დავძლიოთ ეს გაუგონარი და სრულიად უაზრო სიჯიუტე, რომელიც მოდის ოპოზიციის მხრიდან“, –  თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share