სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ ვერ ხვდება რა აქვს მას სანერვიულო, მით უმეტეს მაშინ, თუ ფიქრობს, რომ ომბუდსმენს დაბალი რეიტინგი აქვს.
მისი თქმით, დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას.
“არ ვიცი რა აქვს სანერვიულო, მით უმეტეს თუ ის ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს დაბალი რეიტინგი, მაშინ არ ვიცი მისი ნერვიულობა, ასეთი და ასეთი აქტიურობა, ორგანიზებული კამპანია რას შიძლება მივაწერო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგაოდების ფართო ნდობას”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა რადიკალური, არასდროს უმქომედია რადიკალურად.