რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას – კობახიძე ლომჯარიაზე

ქსენოფობიური კამპანია როცა აგორდა “ნაცმოძრაობის” მიერ, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად ათი დღე დასჭირდა ნინო ლომჯარიას, სანამ გააკეთებდა განცხადებას ქსენოფობიასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ეს არის სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობა, როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი, პირდაპირ პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. 10 დღე დასჭირდა მაშინ, მარტში, ვიდრე გამოეხმაურებოდა ამ განცხადებას, ახლა ჯერჯერობით არანაირი განცხადება მისგან არ გვესმის. ეს ადამიანი არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. უფრო მეტიც, როგორც მამუკა მდინარაძემაც აღნიშნა, ის იყო ჩართული კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა მაგალითად მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნის წამოყენება. ცდილობს პოლიტიკოსობას, რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს. საბოლოო ჯამში, 7 დეკემბერს გასდის თუ არ ვცდები ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც დღესაც არაფორმალურად აქვს.

თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share