რასაც აკეთებენ, ქართველების დაჩოქებაზეა ორიენტირებული – მებრძოლი ავთო ქაჯაია

”ადამიანებო, ქართველებო, გავიგეთ, ვხედავთ თუ რა ხდება დღეს საქართველოში – რამდენი რუსია უკვე და რასაც აკეთებენ. მოკლედ, ქართველების დაჩოქებაზე არიან ორიენტირებულები, გასაგებია. გასაგებია ხელისუფლების პოზიცია – გავიგეთ, რომ რუსები არიან, კითხვა მაქვს, ოპოზიცია რას აკეთებს? არაფერს… ჩვენ ხალხი რას ვაკეთებთ? არაფერს, მარტო აგერ ამ ფეისბუქში მიდის უხ სასწაული ბრძოლა და მერე რააა ეს? არც არაფერი… არ თვლით ხალხი, რომ უკვე დროა რუსული მთავრობის და რუსების გაძევების პროცედურა დავიწყოთ? და თან მივაყოლოთ ის ოპო-ლიდერებიც, ვინც უკვე აშკარად რუსებთან არიან შეკრულები ანუ მთავრობასთან, აქ წერა და ლანძღვა კი არა, საქმეა დასაწყები, საქმე თორემ მერედ მოგიწევთ რუსული პასპორტებით ისეთ ასმსახურებში მუშაობა, სადაც რუსი ნაგავს დატოვებს აი მაგის დამლაგებლად, აი ეს იქნება ქართველის საშტატო სამუშაოები, ან ქვეყნიდან “მინუჟდენით” გაძევების. ეს რეალობა სულ რაღაც სამ ოთ თვეში დაგვიდგება და მერე კარგად იყავი საქართველო… ვფიქრობ, დროა ხალხის გაერთიანების და დეოკუპაციის გეგმის ამუშავების. ეს თქვენი კანონპროექტები და კანონების ენით საუბარი სულ არ აინტერესებთ, ამას ნეტავ როდის მიხვდებით ეგეც საინტერესოა. მასე ლოდინით არაფერი არ გამოვა, იღუპება ქვეყანა და ხალხი უმოქმედოდ, უმოტივაციოდ დასვა სახლში ისევ ოპო-ლიდერებმა, ამასაც როდის მიხვდებით, ეგეც საინტერესოა…” –
წერს მებრძოლი ავთო ქაჯაია Facebook-ზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share