ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო პანიკაა, – ამის შესახებ ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ქალაქში პანიკაა და ჩვენ გვესმის, რომ ამას მოჰყვება შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ევაკუაციის მსურველთა შემდეგი ტალღა”, – თქვა ორლოვმა და დასძინა, რომ დაბომბვის გამო, ქალაქის ნაწილი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ატომური სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ენერგობლოკებს შორის მძიმე იარაღს მალავენ.
“ისინი ენერგეტიკული ნაწილებს შორის მალავენ მძიმე იარაღს, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს. პერიოდულად ცოტათი შორდებიან სადგურს, ისვრიან დნეპრის, ნიკოპოლის, მარგანეცის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, შემდეგ კი უკან ბრუნდებიან”, – ამბობს დმიტრო ორლოვი.
ენერგოდარის მერი არ გამორიცხავს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსები სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავდნენ.