ვენდისპანსერში მომხდარი სროლის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ექიმებს დავა ჰქონდათ, რის გამოც 80 წლის მედიკოსმა, თეიმურაზ ბეჟანიძემ მისი ხელმძღვანელი, გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
უთანხმოების მიზეზი გახდა გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გიორგი გალდავას 80 წლის თეიმურაზის გაშვება უნდოდა, რის გამოც დაპირისპირება მოხდა, თუმცა ეს არ არის ოფიციალური ვერსია.
გალდავას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაზარალებული გამოძიებას, ჯერჯერობით არ გამოუკითხავს. ეჭვმიტანილი დაკავებულია, დღეს სავარაუდოდ მას ბრალს წაუყენებენ.
„პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ამჟამად გრძელდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა სტაბილური მდგომარეობით. აღენიშნებოდა მხარის ძვლის დაზიანება,”- აცხადებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი გიორგი ნიკოლიშვილი.