“ქართული ოცნება” თავის მართლებასაც აღარ ცდილობს. სახელისუფლებო პარტიაში არ აინტერესებთ რას წერს და რატომ აჭრელდა კრემლის პროპაგანტისული მედია ირაკლი კობახიძის განცხადებებით.
კრემლის შემდეგ, მმართველი გუნდია ის, ვინც “ოცნების” თავმჯომარის პოზიციებს იწონებს.
მიხეილ სარჯველაძე კობახიძის პათოსს იზიარებს და ამბობს, რომ ქსენოფობიურ კაპმანიას საქართველოში სატოპკე ოპოზიციამ აუწია და ეს კარგად გამოიყენა რუსულმა მედია საშუალებებმა
„ქართული ოცნების“ წევრი იმასაც ამბობს, რომ სწორედ ამის თავიდან არიდებას ცდილობდა გუშინ კობახიძე.
სარჯველაძეს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ თურმე, საქართველოს ოკუპაციაზე გული ნაკლებად ტკიოდათ ქართველებს და უკრაინის ოკუპაციაზე მეტად.
დინამიკა, რომელიც შეიმჩნა ამ მიმართულებით რუსეთის მედია-საშუალებებში, სამწუხაროდ ის იყო, რომ მათ შორის მითითება ხდებოდა რუსი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს კამპანია, რომელსაც სატოპკე აუწია საუბედუროდ ოპოზიციამ და ოპოზიციურად განწყობილმა აქტორებმა, საუბედუროდ აი ესე ძალიან კარგად გამოიყენა რუსულმა მედია საშუალებებმა. და ამის ხელის შეშლას ცდილობდა ირაკლი კობახიძე იმ განცხადებებით. თქვენი შემოთავაზება რა არის, რომ რუსეთმა ჩაგვწეროს არამეგობრულ ქვეყნებში და ეს გინდათ? ყველაზე დიდი უბედურება რა არის იცით, როდესაც ამ ქვეყნის შვილებს საქართველოს ოკუპაციაზე გული ნაკლებად ტკიოდათ და უკრაინის ოკუპაციაზე უფრო მეტად”. – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.