ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი და 2008 წლის ომის მონაწილე ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს:
”აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.
ამ თემასთან დაკავშირებით არ არსებობს მეოცნებე ან საჯარო მოხელე, რომელსაც რაიმე სახის პირადი გამოხმაურება ექნება ომთან და გმირებთან დაკავშირებით, უფრო მეტიც სააკაშვილის საქილიკო ნაგლეჯ ვიდეოებს აზიარებენ ომში დასადანაშაულებლად მხოლოდ.
სამწუხაროდ, თავისუფლება წართმეული ყველაფერეზე წამსვლელი ივანიშვილის ხელფასიანთა არმია მართავს დღეს ქვეყანას და თუ დასჭირდება ბიძინას, კრემლამდე ხოხვითაც მივლენ .
დიდება გმირებს!
სიკვდილი მტერს!” წერს ქათამაძე.