„როიტერის” ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლიდან აგენტებმა წაიღეს 30-ზე მეტი ნივთი, მათ შორის 20-ზე მეტი ყუთი ფოტოებით, ხელნაწერებით, ტრამპის მოკავშირისა და დიდი ხნის მრჩეველ როჯერ სტოუნის შეწყალებასთან დაკავშირებული ჩანაწერებით და ინფორმაციით „საფრანგეთის პრეზიდენტის“ შესახებ.
გამოძიების ფედერალური სამსახურის აგენტების მიერ ტრამპის სახლიდან ამოღებული დოკუმენტების 4 კომპლექტი სრულიად საიდუმლო მასალაა, სამი საიდუმლო, სამი კი კონფიდენციალური.
ექს-პეზიდენტის ფლორიდის სახლის ჩხრეკისას გამოძიების ფედერალური სამსახურის აგენტებს გენერალური პროკურორის მიერ სასამართლოს თანხმობით გაცემული ორდერი ჰქონდათ. ორდერში აღნიშნულია, რომ ორდერში აგენტები ჩხრეკას ჩაატარებენ ოთახში სახელწოდებით „ოფისი 45″ (შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტ ტრამპის ოფისში) და აგრეთვე ყველა სხვა ოთახში და რეზიდენციის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებში, სადაც შესაძლოა აღმოჩნდეს საიდუმლო დოკუმენტები.
ჩხრეკის ორდერის გაცემის დასაბუთებისას გენერალური პროკურორი აღნიშნავს, რომ აქვს საფუძველი ივარუდოს ტრამპის მიერ ჯაშუშობის შესახებ აქტის დარღვევა.
ტრამპი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. თავის სოციალურ პლატფორმა Truth-ზე იგი წერს, რომ ყველა ეს მასალა აღარ იყო საიდუმლო, ინახებოდა „უსაფრთხო საცავში” და მათ მისაღებად რეზიდენციაში შეჭრა არ იყო საჭირო.
1917 წელს მიღებული ჯაშუშობის აქტის დარღვევის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა შედარებით იშვიათი იყო მანამ, სანამ იუსტიციის დეპარტამენტმა არ გაზარდა მისი გამოყენება ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ ბრძოლაში.
იუსტიციის დეპარტამენტმა გამოიყენა ჯაშუშობის აქტი ბოლო წლებში გახმაურებულ საქმეებში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ედვარდ სნოუდენის, სამხედრო დაზვერვის ყოფილ ანალიტიკოს ჩელსი მენინგისა და „ვიკილიქსის” დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ.
ტრამპისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და უცნობია, წარედგინება თუ არა მას რაიმე ბრალდება. იურისტ-ექსპერტების თქმით, ბრალის წაყენების შემთხვევაში, ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ მასალა აღარ იყო საიდუმლო, ვერ იქნება მიჩნეული მის სასარგებლოდ, რადგან აშშ-ის კანონები კრძალავს ოფიციალური დოკუმენტაციის ფლობას, შენახვას ან განადგურებას.
ტრამპის მიერ დოკუმენტების დამალვის თაობაზე გამოძიება წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო დოკუმენტაციის შენახვაზე პასუხისმგებელმა არქივების სამმართველომ მიმართა იუსტიციის დეპარტამენტს.