უკვე მოკლეს, უკვე გაძარცვეს, უკვე გაანადგურეს – ამ შინაარსის პლაკატებით დღეს თბილისი აჭრელდა. ,,ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის დისკრედიტაციის უკვე კარგად აპრობირებულ ხერხს მიმართა და ქუჩებში ისევ სისხლიანი პლაკატების გაკვრა დაიწყო, სადაც ძირითადად ,,ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი, ან ყოფილი ლიდერები არიან გამოსახული, ასევე, ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლები და კრიტიკული ტელევიზიების მედიამენეჯერებიც.
ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ამ სისხლიანი ბანერებით ხელისუფლება ცდილობს, პლაკატებზე გამოსახული პირების მიმართ მოსახლეობის აგრესია გამოიწვიოს და მათი ყურადღება სოციალური პრობლემებიდან გადაიტანონ.
ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქი და მისი კრიმინალური დაჯგუფება ზრუნავდეს მოქალაქეზე, გაძვირებულ ფასებზე, ადამიანებს უკიდირესად რომ უჭირთ, ამის ნაცვლად ისინი ზრუნავენ, რომ ასეთი პლაკატები გამოაკრან, მოსახლეობას კი უთხრან, ხალხი, რომელიც თქვენ გესაუბრებათ იმის სესახებ, რომ ჩვენ ვართ ქურდები, ჩვენ გძარცვავთ, რომ პროდუქტები, საწვავი გაძვირდა, აი, ეს ხალხი ცუდები არიან.
რომ ხაბეიშვილი მკვლელია, რომ ან რაღაც გაანადგურა-მითიურ რეალობას ქმნიან. – განმარტავს ,,ენმ”-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი.