ოზურგეთში უკრაინის მხარდამჭერი ბანერი დააზიანეს

გავრცელებული ინფორმაციით, პრორუსულმა ძალებმა ქალაქ ოზურგეთში უკრაინის მხარდამჭერი ბანერი, გუშინ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, გვიან ღამით დააზიანეს.

უცნობმა პირებმა ბანერს საღებავებით სავსე პოლიეთილენის პარკები ესროლეს.

უკრაინის მხარდამჭერი ბანერი “გურიის მოამბე”-მ რუსეთის საოკუპაციო  ძალების უკრაინაში შეჭრიდან მეათე დღეს, მიმდინარე წლის 4 მარტს უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, მის საკუთრებაში არსებულ ბილბორდზე განათავსა.

აღსანიშნავია, რომ პირველი  თავდასხმა ბანერზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მისი დამონტაჟებიდან 5 თვის შემდეგ განხორციელდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share