“მოთხოვნა იყო, რომ აფგან მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი” – რას წერს სოსო გოგაშვილი მორიგ წერილში

სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სოსო გო­გაშ­ვი­ლი მო­რიგ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს. წე­რი­ლი “ფე­ის­ბუქ­ში” გო­გაშ­ვი­ლის გვერ­დზე ქვეყ­ნდე­ბა.

“რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ჩემს უფ­ლე­ბებს იცავს ორი ად­ვო­კა­ტი, რა­მაზ ჩინ­ჩა­ლა­ძე და დი­მიტ­რი ღონ­ღა­ძე. ისი­ნი მე და­მა­კავ­ში­რეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, რო­მელბ­საც ბუ­ნებ­რი­ვია ვენ­დო­ბი. ად­ვო­კა­ტებს ჩემ­თან და ჩემს ოჯა­ხის წევ­რებ­თან აქვთ თით­ქმის 24-სა­ა­თი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში. ისი­ნი ახ­დე­ნენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შეგ­რო­ვე­ბას და აქვთ კო­მუ­ნი­კა­ცია შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან.

მოკ­ლედ, მათ ორი­ვეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახლა უკვე იც­ნობს, რო­გორც ჩემს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს, თუმ­ცა, მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, რომ მე მყავ­და კი­დევ მე-3 ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე “იცავ­და ჩემს უფ­ლე­ბებს’’. ეს გახ­ლავთ დი­მიტ­რი მჭედ­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გაქ­რა. ახლა მო­გიყ­ვე­ბით მის შე­სა­ხებ: რო­დე­საც მე მე­ო­თხე­ჯერ ვე­სა­უბ­რე ცი­ხი­დან ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს და და­ვუ­ფიქ­სი­რე ჩემი მო­თხოვ­ნა, ეს იყო ბოლო ზარი, სა­დაც მან მი­თხრა, რომ ტე­ლე­ფო­ნით სა­უ­ბა­რი რისკს შე­ი­ცავ­და მის­თვის, რად­გან რი­გით ბად­რა­გებს არ ენ­დო­ბოდ­ნენ და შე­იძ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცია გა­ჟო­ნი­ლი­ყო, ამი­ტომ შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია მოხ­დე­ბო­და მათ­თვის სან­დო პი­რის (ად­ვო­კა­ტი) სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ­ლის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც გად­მომ­ცემ­და მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი. შემ­დეგ ის შე­მო­ვი­დო­და ჩემ­თან, რო­გორც ჩემი ად­ვო­კა­ტი და გად­მომ­ცემ­და მათ პი­რო­ბებს კონ­კრე­ტუ­ლად. ეს ჩემ­თვის და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის შან­სი იყო და ბუ­ნებ­რი­ვია, დავ­თან­ხმდი.

ხა­რი­ტო­ნაშ­ვილ­მა გად­მომ­ცა დი­მიტ­რი მჭედ­ლიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, რო­მე­ლიც მე ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ვე­ცი ჩემს ოჯახს. თან გა­ვუმ­ხი­ლე ჩემი გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, რომ ეს იქ­ნე­ბო­და და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და უჩე­მოდ არ გა­ეხ­მო­ვა­ნე­ბი­ნათ ეს ინ­ფორ­მა­ცია. მოხ­და დი­მიტ­რი მჭედ­ლიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა, იგი მი­ვი­და ჩემს ოჯახ­ში და მოხ­და ფორ­მა­ლუ­რად კონ­ტრაქ­ტის შედ­გე­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ოჯახ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. ამის შემ­დეგ ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი მჭედ­ლიშ­ვი­ლი შე­მო­ვი­და ჩემ­თან მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, თა­რიღს მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს რო­დის, რად­გან ეს კად­რე­ბიც წაშ­ლი­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს შე­უძ­ლია ვი­ზი­ტო­რე­ბის სია გა­და­ა­მოწ­მოს.

მჭედ­ლიშ­ვი­ლი გა­მეც­ნო, მი­თხრა, რომ იგი ადრე მუ­შა­ობ­და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ, ის ქა­ლაქ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა და­უ­რე­კეს პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან და უთხრეს, რომ ჩა­მო­სუ­ლი­ყო. მან ასე­ვე მი­თხრა, რომ ჩემ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი იყო თუ რო­გორ მუ­შა­ობ­და სის­ტე­მა. ჩემ­თვის სჯობ­და, რომ დავ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვი მათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და თან დას­ძი­ნა, რომ ხომ ნახე FBI ტრამ­პის სახ­ლში შე­ვი­და და ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რე­სო.

მე შიკ­რი­კი უხე­შად გა­ვა­ჩე­რე და ვუ­თხა­რი, რომ არც მე არ ვი­ყა­ვი ტრამ­პი და არც სუსი არის FBI, სჯობ­და რაც და­ა­ბა­რეს ის ეთ­ქვა ჩემ­თვის. მან მი­თხრა, რომ მათი მო­თხოვ­ნა იყო, პირ­ველ რიგ­ში აფგან მუხ­თარ­ლი­ზე უნდა მეთ­ქვა, რომ მის შე­სა­ხებ აღელ­ვე­ბულ­მა დავ­წე­რე ის სტა­ტუ­სი და და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ­დი აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, გარ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი­სა.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის თე­მას, ამა­ზე ჯერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვნენ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ტყოდ­ნენ რა ჩვე­ნე­ბა უნდა მი­მე­ცა. მე მას ვუ­თხა­რი, რომ გა­და­ე­ცა ყვე­ლას­თვის, რომ ჩემი პი­რო­ბა იყო, ჩემი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა, გა­ყალ­ბე­ბულ საქ­მე­ში გა­მარ­თლე­ბა და ნამ­დვი­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯა. ამის შემ­დეგ მე მჭედ­ლიშ­ვი­ლი აღარ მი­ნა­ხავს.კრი­მი­ნა­ლე­ბო! მჭედ­ლიშ­ვი­ლი სერ­ვე­რი არ არის, რომ წა­შა­ლოთ ან დაწ­ვათ და გა­ე­ცით პა­სუ­ხე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას”, – წერს გო­გაშ­ვი­ლი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share