უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგიაა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გელა გოგიაა. მას სამშობლოში ორშაბათს ჩამოასვენებენ.

გელა გოგია გუშინ საღამოს აღმოსავლეთ ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში დაიღუპა. ის ოკუპანტების წინააღმდეგ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი დანაყოფი სარაკეტო იერიშში მოყვა, რა დროსაც მან სასიკვდილო ჭრილობები მიიღო და გადარჩენა ვერ მოხერხდა. გელა გოგია წლებია უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ოკუპანტების წინააღმდეგ ის 2014 წელსაც იბრძოდა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ 25 აგვისტოს უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიჭრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share