შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გონიოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომობილი დაუზიანეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.
კადრებში ჩანს იარაღი, ბეისბოლის ჯოხი და სხვადასხვა რკინის საგნები, რომლებიც სავარაუდოდ, დაპირისპირებაში ფიგურირებდა.
არსებული იფნორმაციით, დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე არ მომხდარა.