„ევროპა ვერ გადაურჩება უკრაინის კრიზისს, თუ ის კიდევ ერთი წელი გაგრძელდება“

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისის კიდევ 1 წელი გაგრძელების შემთხვევაში კონტინენტი ძალიან დაზარალდება.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდოს.

„ევროპა ვერ გადაურჩება უკრაინის კრიზისს, თუ ის კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.

ბაზარი გაუქმდება, ყველაფერი გაქრება, თუ რუსები ასე ნელა და ნელა აწარმოებენ ომს და ასე გაგრძელდება ერთი წელი ან მეტი, შემდეგ წელს ევროპაში ვერავინ გადარჩება, მათ შორის ჩვენც.

გაზის გაცვლის ფასმა მომავალ ზამთარში შეიძლება 1 000 კუბურ მეტრზე 6 000 დოლარს მიაღწიოს, ეს კი კატასტროფა იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share