ოლიგარქის პოლიტიკური თამაშები – პოლიტიკური ფარსის მორიგი სერია

პოლიტიკური ფარსის მორიგი სერია – ოპოზიცია პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს პოლიტიკური ველის ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტებს არ სჯერათ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხდებები, რომლებითაც მან უკიდურესად მძიმედ გააკრიტიკა პრემიერმინისტრი, მთავრობასთან დაპირისპირების ნიშანი იყო.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს ხელოვნური დაპირისპირება მორიგი სცენარია, რომლის გათამაშებითაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება და ოპოზიციის პოლიტიკური წონის გაუფასურება სურს.

ხელისუფლების ოპონენტები ამ სცენარის ავტორსაც ასახელებენ. ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის სურვილის შესაბამისად ხდება, ამბობენ ოპოზიციაში და საკუთრი არგუმენტებიც მოჰყავთ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებები მთვრობის და მთლიანად “ქართული ოცნების” მისამართით უკვე აღარ იწვევს ნდობას.

პოლიტიკოსები იხსენებენ რამდენიმე შემთხვევას ბოლო პერიოდიდან, როდესაც ქვეყნის მეთაურის კრიტიკას აღარ მოყოლია კონკრეტული ქმედებები – მოლოდინი ახლაც მსგავსია.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share