წულუკიანს სასამართლო ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმაც მოუგო

წულუკიანის პოლიტიკურ რეპრესიებს შეწირული ბიუჯეტის ფული. სასამართლო დავები, რომელიც ოდიოზურმა მინისტრმა სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელობის დროს წააგო, ხალხს მილიონობით ლარი უჯდება.

თეა წულუკიანს იუსტიციის სამინისტროდან გაშვებულმა უკლებლივ ყველა თანამშრომელმა მოუგო სამართლებრივი დავა და პროცესი ამით არ დასრულებულა. ახლა უკვე კულტურის მინისტრს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის დინარა ვაჩნაძის თანამდებობაზე აღდგენა და კომპენსაციის გადახდა დაევალა, რამდენიმე დღის წინ კი მინისტრმა სასამართლო პროცესი წააგო კულტურის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელთანაც.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share