მცენარეული ზეთების ეტიკეტებზე უამრავ ლამაზ სიტყვას ამოიკითხავთ. სამწუხაროდ, ამ სიტყვებში რეკლამის მეტი არაფერია. როგორ უნდა გავარკვიოთ, რამდენად ახალი, ჯანსაღი და სასრგებლოა ესა თუ ის ზეთი. ყიდვისას ამაზე არც ვფიქრობთ, რადგან ყველა ზეთი ერთმანეთს ჰგავს. არადა, ზეთი იმდენად ხშირად მოხმარებადია პროდუქტია, რომ მასზე ძალიან არის დამოკიდებული ოჯახის ჯანმრთელობა. ყველაზე ხშირად ძვირად ღირებულ ზეთებს აყალბებენ, მაგალითად, ზეითუნისას, ნიგვზისას, ყურძნის წიპწებისას… ამ ზეთებს დაბალხარისხიანი ზეთებით აზავებენ. როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი ზეთი უსარგებლოსგან?
რაფინირებული ზეთი – კარგია თუ ცუდი?
რაფინირებული ნიშნავს, რომ ზეთი ფიზიკურ-ქიმიურადაა დამუშავებული.
ძვირი და იშვიათი ზეთი
ძვირი რომ ღირს, სულაც არ ნიშნავს, რომ თან სასარგებლოა. ამ დროს მარტო ეტიკეტის ნდობა არ ღირს. საკითხავია, ეს კომპანია თავად აწარმოებს პროდუქტს? საიდან შემოაქვს ნედლეული და როგორი ხარისხისაა იგი. შესაძლოა სულაც გაზავებული იყოს. ამიტომ დაუფიქრებლად ნუ შეიძენთ ძვირფას ზეთს.
ზეთი კონსერვანტებისა და საღებავების გარეშე
ეტიკეტზე თუ არ აწერია, რომ კონსერვანტებს არ შეიცავს, არა უშავს, ზეთში ისინი მაინც არ იქნება. ეს მწარმოებლის დამსახურება სულაც არ არის. მცენარეული ზეთი ისეთი პროდუქტია, რომ მასში ხელოვნური საღებავის ან კონსერვანტის შერევა თითქმის შეუძლებელია. შესანახად ყველაზე კარგია მუქი მინის ბოთლი. რასაც არ უნდა გპირდებოდეთ ეტიკეტი, არარაფინირებული ზეთი 2 თვის განმავლობაში ძლებს, რაფინირებული – 4 თვის განმავლობაში.
სად არის ვიტამინები?
ბუნებრივი ვიტამინებისა და მიკროელემენტების მაქსიმალური შემადგენლობა მხოლოდ არარაფინირებულ ზეთშია, რომელიც ცივი დაწნეხვის წესით არის მიღებული. რაფინირებულ ზეთში კი ყველა ვიტამინი, რაც ეტიკეტზე წერია, სინთეზური წარმოშობისაა. მათ გადამუშავებულ ზეთში შემდეგ უმატებენ.
გენმოდიფიცირებული დანამატების გარეშე
ზეთში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები მთავარი ნედლეულიდან ხვდება – სოიოდან, სიმინდიდან. სამწუხაროდ, ზეთში ამ ორგანიზმების აღმოჩენა ლაბორატორიული შემოწმებითაც ვერ ხერხდება. ამ შემთხვევში, ისღა დაგრჩენიათ, რეკლამას ენდოთ, თუ გიმტკიცებენ, რომ ზეთში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები არ არის.
ქოლესტერინი – როგორც სარეკლამო სვლა
მცენარეულ ზეთთში ქოლესტერინი ისედაც არ არის. ამიტომ მისი ხსენება მხოლოდ სარეკლამო სვლაა.
ანუ ზეთს 2 მთავარი უპირატესობა ყველა შემთხვევაში აქვს – არ შეიცავს კონსერვანტებს და ქოლესტერინს.