ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს.
„ზურა დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
„ქართულმა ოცნებამ” და მისმა ზონდერებმა ეს ოქროს კაცი იძულებული გახადეს, ქვეყნიდან წასულიყო. შეურაცხყოფა მიაყენეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, იძალადეს, ხელი გაარტყეს, საქართველოში კარიერა დაუნგრიეს. ახლა სხვა ქვეყნის სახელით იგებს ტიტულებს. ამ უტიფრების ხელისუფლება კიდევ ხმას იღებს სპორტზე.
მეორე ფოტოზე ზონდერი გეგა გეგეშიძე. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც ზურა დათუნაშვილს რკინის საგანი ჩაარტყა, დღეს კი თავისუფლად დასეირნობს, რადგან ხელისუფლება მფარველობს, ის კი ხელისუფლების ბინძურ დავალებებს ასრულებს”, – წერს ვახო სანაია.