საუდის არაბეთში კაცი დედოფალ ელისაბედის ხსოვნის პატივსაცემი ლოცვის გამო დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას apnews ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კაცმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის მექაში დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნის პატივსაცემად ლოცულობს, კაცის ვინაობა უცნობია.
“უმრა დედოფალ ელისაბედ II-ის სულისთვის. ალაჰმა მიანიჭოს მას სამოთხეში მშვიდობა და მიიღოს იგი მართალთა შორის“, – ეწერა ბანერზე, რომელიც მომლოცველ კაცს ეჭირა.
ცნობისთვის ისლამის უწმინდეს ადგილებს შორის, აკრძალულია ლოცვა არამუსლიმებისთვის.