დავით ზურაბიშვილი – ევროპული საქართველო რასაც ლაპარაკობს უნდა ლაპარაკობდეს ლელო. ლელო რასაც ლაპარაკობს იმას უნდა ლაპარაკობდეს ნაციონალური მოძრაობა

პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას რასაც ვუყურებ, ერთადერთი გირჩი გირჩობს ძველებურად, ხოლო დანარჩენებს რაც შეეხებათ, ჩემი მოკრძალებული აზრით:
ევროპული საქართველო რასაც ლაპარაკობს (ბიძინას მუშტი და მიშას იდაყვი), იმას უნდა ლაპარაკობდეს ლელო.
ლელო რასაც ლაპარაკობს (მარშალის გეგმა და 200 000 სამუშაო ადგილი), იმას უნდა ლაპარაკობდეს ნაციონალური მოძრაობა.
და ნაციონალური მოძრაობა რასაც ლაპარაკობს (ისევ ის ვართ რაც ვიყავით, ოღონდ უკეთესი) იმას უნდა ლაპარაკობდეს ევროპული საქართველო.
ასევე:
ქართული ოცნება რასაც ლაპარაკობს (დავასრულებთ ნაცებს), იმას უნდა ლაპარაკობდეს პატრიოტთა ალიანსი.
პატრიოტთა ალიანსი რასაც ლაპარაკობს (თურქეთი ოკუპანტია და ძირს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი), იმას ნამდვილად უნდა ლაპარაკობდეს პატრიოტთა ალიანსი, ოღონდ ამ პროგრამას სახელად “სტრატეგია აღმაშენებელი” უნდა ერქვას.
ხოლო “სტრატეგია აღმაშენებელი” რასაც ლაპარაკობს (აგაშენებთ, დაგამშვენებთ), იმას უნდა ლაპარაკობდნენ ლეიბორისტები.
და ლეიბორისტები რასაც ლაპარაკობენ, იმას არსებითი მნიშვნელობა არცა აქვს, რადგან მისი ამომრჩეველი მაინც პირადად შალვა ნათელაშვილს აძლევს ხმას, ისევე როგორც ქართული ოცნების ამომრჩეველი ბატონ ბიძინას.
შესაბამისად ქართული ოცნება რას ილაპარაკებს თითქოს იმასაც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ იმისთანებს ლაპარაკობენ, რომ კაცმა არ იცის
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 55
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 47
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და
  • 47
    TDI: სახელმწიფომ ვერ დაიცვა რელიგიის თავისუფლება, პანდემიის ფონზე იმატა სიძულვილის ენამადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…
    Tags: და
  • 44
    "ტირილი"- ნიკიტა თალაკვაძის "მოქალაქე მღვდლის დღიურიდან"ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. „ტირილი“ გურიაში ძველად „ტირილი“ დიდის ამბით ტარდებოდა. მიცვალებულის ნათესაობა სატირლად მოდიოდნენ „ზარით“, რჩეულ-რჩეული საპატიო მხლებლებით, ცხენებით (თუ შორიდან მოდიოდნენ) ან ქვეითად, დიდი კელაპტრით (სანთლით) ხელში და ზოგჯერ თავის მღვდლითაც კი. იმავ სოფლის ნათესავ-მეზობლები საგანგებო დარიგებული ბარათებით იყვნენ…
    Tags: და