“პუტინის ომის რამდენიმე ფრონტი…ის ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რუსეთის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის….„დეოკუპაციამდე“”-მიხეილ სააკაშვილი

„პუტინის ომის რამდენიმე ფრონტი“
საქართველო განსაკუთრებით მგრძნობიარეა კრემლის ნების მიმართ. კავკასიის პატარა რესპუბლიკა, მისი მოსახლეობის ევროპული განწყობების მიუხედავად, მოსკოვთან სრულ თანხმობაში მოქმედებს.
თბილისში გამართულ მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გასულ სამშაბათს უკრაინის ომის გამო მწუხარება და, ამავე დროს, იმედი გამოთქვა: „დღეს უკრაინაზე საუბარი მტკივნეული და ძალიან ამაღელვებელია. უკრაინა მოიგებს ამ ომს. მაგრამ მიჭირს საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო პოზიციის ყურება“. დეპუტატი გულისხმობდა თბილისის უარს მიერთებოდა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. გულს მტკენს, როცა ჩემი უკრაინელი მეგობრები ტელეფონით მეკითხებიან, რატომ გადავწყვიტეთ ჩვენ, მათთან ასე დაახლოებულმა ქართველებმა, ამ პოზიციზე ყოფნა.
[…]
2008 წლის აგვისტოში, დასავლეთისკენ გეოპოლიტიკური და დემოკრატიული გარღვევის მცდელობის გამო, კავკასიის პატარა რესპუბლიკის დასასჯელად და დასამორჩილებლად, ვლადიმერ პუტინმა გაგზავნა თავისი ტანკები და მოახდინა ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია. მას შემდეგ, ამ გაყინულ სამხედრო ფრონტზე, ამბობენ კონფერენციის (რომელსაც ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა) ქართველი გამომსვლელები, კრემლმა მოახერხა ქვეყნისთვის თავზე მოეხვია ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც გახდნენ რუსული გავლენის დაბრუნების და, რაც მთავარია, კრემლის რეპრესიული და ავტორიტარული პოლიტიკური პრაქტიკის გამტარები. მას, ვინც ამ თამაშის ცენტრშია, ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. გაზპრომის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, ოლიგარქმა, რომელსაც პრემიერ მინისტრის პოსტი ეკავა და დღეს კი ქვეყანას „ქართული ოცნების“ ჩრდილში მართავს, „სახელმწიფო მიიტაცა“ თავისი პირადი ფინანსური სიმდიდრის მეშვეობით, რომელიც საქართველოს მშპ-ს 35%-ს შეადგენს. „ვერავის შესწევს უნარი ასეთ ფინანსურ ძალას დაუპირისპირდეს. რუსებს აღარ სჭირდებათ მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენება “, – განმარტავს EPCR-ის დირექტორი ნინო ევგენიძე. ჯერ ეშმაკურად, შემდეგ კი სულ უფრო და უფრო სწრაფად, ხდება საქართველოს დიდი ჩრდილოელი მეზობლის ორბიტაზე ჩათრევა.
ქართული ოპოზიცია ამტკიცებს, რომ პოლიტიკური სცენის ოლიგარქიზაცია კატასტროფულ გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და, კერძოდ, მართლმსაჯულების სისტემაზე, რომელიც მთლიანად პოლიტიზებულია, ასევე დამოუკიდებელ მედიაზე, რომელიც მუდმივად მზარდი წნეხის ქვეშ იმყოფება. „თუ არაფერი გაკეთდა ამ პროცესის შესაჩერებლად, სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში და ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში, მხოლოდ დისიდენტები დარჩებიან“, – გვაფრთხილებს ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული ოცნება აღასრულა და ქვეყანაში სწრაფი ეფექტური რეფორმები მოახდინა, 2021 წლის ოქტომბრიდან ციხის საკანში იმყოფება. უკრაინაში იმის დაწყებამდე, რეჟიმის გამკაცრების მრავალი ნიშნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ინარჩუნებდა ევროპული და დემოკრატიული არჩევანის მოჩვენებითობას. ომმა ნიღბები ჩამოგლიჯა. „ომმა აიძულა ხელისუფლება თავისი ნამდვილი სახე გამოეჩინა“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა. თბილისმა არა მხოლოდ უარი თქვა დასავლეთის სანქციებზე მიერთებაზე, არამედ სრულად შეუერთდა რუსულ პროპაგანდას.
უპირველეს ყოვლისა, ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის განზრახ ჩაშლაში, კერძოდ, ბრიუსელში საქართველოს კანდიდატურის წარდგენის წინა დღეს ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური ტელეარხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ბრძანების გაცემით. „ხელისუფლებამ რუსული მხარე აირჩია. მათ არ სურთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ისინი თავს კანდიდატად აცხადებდნენ, მაგრამ ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთეს, რომ ბრიუსელისგან უარი მიეღოთ. ხაზს უსვამდნენ, რომ გეოგრაფიულად შორს ვართ ევროპისგან და ადანაშაულებდნენ დასავლეთს, საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში“, – განმარტავს დეპუტატი გიორგი ვაშაძე. . მოსკოვმა თავის მიზნებს მიაღწია: საქართველომ, რმელიც ადრე რეფორმების სიმბოლო და დასავლეთთან დაახლოების საუკეთესო მოწაფე იყო, უღალატა თავის უკრაინელ პარტნიორს. „ომის დაწყების დღიდან რუხი ზონები აღარ დარჩა. მხარე უნდა აირჩიო. ხელისუფლებამ არჩევანი კრემლის სასარგებლოდ გააკეთა. ივანიშვილი უკრაინის გამარჯვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა, რომელიც იმედოვნებდა, რომ გახდებოდა ოქროს რგოლი სააკაშვილის პროდასავლურ ბანაკსა და ივანიშვილის ქართულ ოცნებას შორის (ამ უკანასკნელმა მისი კანდიდატურა გაიყვანა), ვერ გაიმარჯვა. ოპოზიცია მას აღწერს, როგორც “უგვირგვინო დედოფალს, რომელიც ექვემდებარება ოლიგარქს”. „უკრაინის ომი არის გეოპოლიტიკური შემობრუნება. პატარა ერებმა აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა კონფერენციის ფარგლებში. მაგრამ მან ვერ გაბედა დაპირისპირებოდა ივანიშვილს და შეეწყალებინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ან და დაპატიმრებული ცნობილი ჟურნალისტი.
ხელისუფლების ეს პუტინისტური არჩევანი ხელს არ უშლის ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას, დარჩეს ევროპული არჩევანის ერთგული და უკრაინის გულმხურვალე მხარდამჭერი ამ ომში. ზაფხულის დასაწყისში თბილისში რამდენიმე სპონტანური დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ოპოზიციას არ სურდა “ძალის მეთოდებზე გადასვლა”. ოპოზიციას სურს საქართველოსა და უკრაინისთვის დასავლეთის მეტი მობილიზება და ხელისუფლებისგან სრულ გამიჯნვას ცდილობს. საერთაშორისო კონფერენციაზე საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილმა სატელიტმა დაადასტურა საკუთარი ერთგულება უკრაინის მიმართ. ისინი, მსხვერპლის როლში, კარგად გაეცნენ რუსული ნეოტოტალიტარული და ნეოიმპერიული დრაკონის ფუნქციონირებას, რომელიც სსრკ-ს ნანგრევებზე აღორძინდა. კიევის ბრძოლა მათთვის „ეგზისტენციალურია“. ის ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რუსეთის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, „დეოკუპაციამდე“.
მიხეილ სააკაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share