16 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 259-ე დღე (ნაკიან წლებში – 260-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 106 დღე.
- 1795 : ბრიტანეთმა კეიპტაუნი, სამხრეთი აფრიკა, დაიპყრო.
- 1812 : რუსებმა მოსკოვს ცეცხლი წაუკიდეს, რის გამოც ქალაქი მთლიანად განადგურდა.
- 1908 : ჯენერალ მოტორსი დაარსდა.
- 1919 : ამერიკული ლეგიონი დაფუძნდა.
- 1941 : იმის შიშით, რომ ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი მეორე მსოფლიო ომში გერმანიას დაუჭერდა მხარს, ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი ირანში შეიჭრნენ და შაჰს გადადგომა აიძულეს, რომელმაც ტახტი მის შვილს მოჰამედ რეზა ფეჰლევის დაუთმო.
- 1955 : ხუან პერონი ჩამოაგდეს არგენტინაში.
- 1963 : მალაიზია შეიქმნა მალაიის, სინგაპურის, ბრიტანეთის ჩრდილოეთ ბორნეოსა და სარავანკის გაერთიანებით.
- 1966 : მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი გაიხსნა ლინკოლნის ცენტრში ნიუ-იორკში სამუელ ბარბერის ოპერის „ანტონიუსი და კლეოპატრა“ მსოფლიო პრემიერით.
- 1970 : იორდანიის მეფე ჰუსეინი პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის მიერ ოთხი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების გამო სამხედრო მმართველობას აცხადებს. მას შედეგად შავი სექტემბრის პალესტინელთა შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა მოჰყვა.
- 1975 : პაპუა-ახალი გვინეა ავსტრალიისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1982 : საბრის და შატილას ხოცვა ლიბანში.
- 1987 : მონრეალის პროტოკოლს მოეწერა ხელი ოზონის საფარის დაცვისთვის ზომების მისაღებად.
- 2000 : უკრაინელი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე გაუჩინარდა.
- 2009 :კენიის მთავრობამ დაიწყო კიბერას გაწმენდა, აფრიკაში ერთ-ერთი უდიდესი ღატაკი უბნის ერთ მილიონზე მეტი მოსახლით.
- ჟოზე მანუელ ბაროზუ ევროპის პარლამენტის წევრებმა მეორე ვადით აირჩიეს ევროპის კომისიის პრეზიდენტად.
- 2020 : სინძო აბეს გადადგომის შემდეგ იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იოშიჰიდე სუგა იკავებს.
ამ დღეს დაბადებულნი
- 16 : დრუზილა — კალიგულას და და საყვარელი
- 1507 : იანჯინგი — ჩინეთის იმპერატორი
- 1745 : კუტუზოვი, მიხეილ — რუსი მხედართმთავარი, გენერალ-ფელდმარშალი
- 1782 : დაოგუანგი — ჩინეთის იმპერატორი
- 1837 : პეტრე V — პორტუგალიის მეფე
- 1891 : დენიცი, კარლ — გერმანელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე
- 1887 : ჯორჯესკუ, ჯორჯე — რუმინელი დირიჟორი
- 1909 : გრიცევიევი, სერგეი — საბჭოთა მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი
- 1925 : ბი ბი კინგი — ამერიკელი მუსიკოსი
- 1945 : პეტროსიანი, ევგენი — რუსი მწერალი და იუმორისტი
- 1956 : კოპერფილდი, დევიდ — ამერიკელი ილუზიონისტი
- 1956 : რურკი, მიკი — ამერიკელი მსახიობი
- 1984 : მელუა, ქეთი — მომღერალი
- 1970; ირმა გორდელაძე – ცნობილი ოზურგეთელი გარემოსდამცველი
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 307 : ფლავიუს ვალერიუს სევერუსი — რომის იმპერატორი
- 655 : მარტინ I — რომის პაპი
- 1087 : ვიკტორ III — რომის პაპი
- 1343 : ფილიპ III — ნავარის მეფე
- 1380 : შარლ V (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
- 1394 : კლიმენტ VII — რომის პაპი
- 1701 : იაკობ II — ინგლისის და შოტლანდიის მეფე
- 1736 : ფარენგეიტი, გაბრიელ დანიელ — გერმანელი ფიზიკოსი, პირველმა გამოიყენა ვერცხლის წყალი თერმომეტრში, ფარენგეიტის სკალის შემქმნელი
- 1824 : ლუი XVIII (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
- 1911 : თამარაშვილი, მიხეილ — ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე
- 1932 : როსი, რონალდ — ბრიტანელი ბაქტერიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1977 : კალასი, მარია — ოპერის მომღერალი.
- 2005 : სპენსერი, ჯონ — ამერიკელი კინომსახიობი.
დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ასევე: