ბიძინა ივანიშვილმა მოიფიქრა, რომ ახლა საჭიროა ამერიკის გინება, მაგრამ უხერხულია ქართული ოცნებისგან, ამიტომ სამეული გამოეყო “ქართულ ოცნებას” და დაიწყო ეს საქმიანობა. სამი ცუდი რიცხვი აღმოჩნდა და ქართულში იმაზე მეტი ანდაზა აღმოჩნდა სამზე, ვიდრე საჭიროა და ამიტომ დაემატა მეოთხე. ესაა ოთხი, უწიგნური, უვიცი, უსინდისო, რუსეთის აგენტი. არ ვიცი, ქაღალდი გაფორმებული აქვთ თუ არა რუსეთთან, სულიერი აგენტები არიან.
გასაგებია, რომ [ბიძინა ივანიშვილს] შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ნაწილში, რომელშიც ყველაზე ძლიერია – ფული წაართვეს, ახლა მთელი საქართველო ღელავს ამ ფულის გამო, მაგრამ ამ ქვეყანას რუსთაველი ჰყავდა, ბიძინას ფულს ნუ გადავაყოლებთ.
ასე ეხმაურება პოლიტიკოსი, ლევან ბერძენიშვილი “ოცნებიდან” ფორმალურად წამოსული დეპუტატების ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განცხადებებს.