” მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის”-მიხეილ საკაშვილი

“გერმანიამ ორი ჰაიმარსის მსგავსი სისტემა გადმოგვცა. 50 ბე-ტე-ერი “დინო” და სლოვენიის გავლით 26 ტანკი. ასევე, საბერძნეთი გერმანიასთან მოლაპარაკებით აგზავნის 60 ბე-ემ-პეს. უახლოეს კვირებში შემოვა გერმანული, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანტისაჰაერო სისტემა. ბრიტანეთმა იარაღით დახმარებისთვის უპრეცედენტო, 2.6 მილიარდი დოლარი გამოჰყო.
საინტერესოა, რომ რუსეთი კოლონიებში კრიმინალებს აგროვებს. ხოლო უკრაინის მხრიდან ელიტა ომობს – ბანკირები, ჩემი ნაცნობი ცნობილი იურისტები, წარმატებული მენეჯერები და ისინი წინასწარ მომზადებას ნატოს ქვეყნებში გადიან. კონტრასტი სახეზეა და ჩემი აზრით, ამ ომში უკრაინის მთავარი უპირატესობაა.
მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის. ამას მოჰყვება მთელი სამხრეთი ფლანგის ჩამოშლა. ყირიმის სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა და ლუგანსკის მთელი ოლქის გათავისუფლება. არ არის გამორიცხული წლის ბოლომდე დონეცკისა და მარიუპოლის აღება, რაც მომავალი წლისთვის მხოლოდ ყირიმს მოიტოვებს. თუმცა, უკვე წელს, უკრაინა გამარჯვებით დაასრულებს ამ კამპანიას, რასაც აუცილებლად მოჰყვება რუსეთის შიგნით ჩამოშლა.
მიხეილ სააკაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share