ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი „რენოს” მარკის მოძრავ ავტომობილს გაუჩნდა. მგზავრებმა და მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.

ფოტო: ინფო-რუსთავი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share